დიჯითალ სიახლეები: ინსაითები, პროდუქტის განახლებები და სიახლეები
მიიღეთ უახლესი ინფორმაცია ინტერნეტ რეკლამის სამყაროს შესახებ
გაფილტვრა:
პროდუქტები: ქვეყნები: რეკლამის ტიპები: ყველაფრის წაშლა
გაფილტვრა
Home / GMP / Google 2024 განახლებული ხელსაწყოების ნაკრები რეკლამის განმთავსებლებისთვის: AI Essentials (AI), Performance Max, Demand Generative Ads და Power Pair

Google 2024 განახლებული ხელსაწყოების ნაკრები რეკლამის განმთავსებლებისთვის: AI Essentials (AI), Performance Max, Demand Generative Ads და Power Pair

title-card

ციფრული რეკლამა მუდმივად ვითარდება, გვთავაზობს ახალ ხელსაწყოებსა და ტექნოლოგიებს. 21 მაისს გამართულ კონფერენციაზე, Google Marketing Live 2024-ზე წარმოდგენილ იქნა რამდენიმე ახალი პროდუქტი და განახლება, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მარკეტინგულ კამპანიებს. თუ თქვენ არ მოგეცათ ამ ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა, მაშინ ჩანაწერს შეგიძლიათ უყუროთ ამ ბმულზე: 

Google Marketing Live 2024.

ამ სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ მთავარ მახასიათებლებზე და განახლებებზე, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზე, შესრულების გაუმჯობესებაზე, მოთხოვნის გაზრდასა და განახლებულ Power Pair ხელსაწყოზე.

AI Essentials და მისი შესაძლებლობები: მნიშვნელოვანი გაუმჯობესება Google-ის ყველა ხელსაწყოსთვის

AI Essentials არის Google Marketing Platform (GMP- Google-ის მარკეტინგის პლატფორმა) ხელსაწყო, რომელიც შექმნილია მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის გაზრდისთვის ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით. მისი მიზანია დაეხმაროს რეკლამის დამამზადებლებს მათი სტრატეგიების ოპტიმიზებაში და გაზომვადი შედეგების მიღწევაში. AI Essentials ინტეგრირება შესაძლებელია GMP-ის ნებისმიერ კომპონენტში. ამიტომაც ეს ხელსაწყო თანამედროვე მარკეტინგის სტრატეგიის მომზადების განუყოფელი ნაწილია.

AI Essentials-ის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელი გახლავთ ოპტიმიზების შკალა, რაც საშუალებას გაძლევთ თვალი ადევნოთ მარკეტინგული კამპანიის ეფექტურობას. ოპტიმიზების შკალა ზომავს კამპანიებს 0-დან 100%-მდე, გვაწვდის კონკრეტულ, ზუსტ ინფორმაციას, რითაც შეგვიძლია სწრაფად შევაფასოთ და გავაუმჯობესოთ სტატუსი. ხელოვნური ინტელექტის მიერ მომზადებული რეკომენდაციები ეფუძნება რეალური სამყაროს მონაცემებს და ანგარიშზე მორგებულ მინიშნებებს გთავაზობთ. ამგვარად, თქვენ შეგიძლიათ კამპანიის შედეგები მხოლოდ ერთ ღილაკზე დაჭერით გააუმჯობესოთ. უახლესი მონაცემების თანახმად, რეკლამის განმთავსებლებმა, რომლებმაც 10-ჯერ გაზარდეს ოპტიმიზების ქულა შედეგად საშუალოდ 15% გაზრდილი კონვერსიის მაჩვენებელი მიიღეს.

AI Essentials-ის Google-ის სხვა ხელსაწყოებში ინტეგრაციის შესაძლებლობა მისი უმთავრესი უპირატესობაა. ეს გაძლევთ შესაძლებლობას მარტივად გააერთიანოთ მონაცემები, გამოიყენოთ Google Analytics, Google Ads, Performance Max, Visual Search, და YouTube Shopping ფუნქციები, შექმნათ ყოვლისმომცველი ეკოსისტემა საუკეთესო შედეგებისთვის. ამგვარად, წვდომა გაქვთ სიღრმისეულ ანალიტიკურ მონაცემებზე, ეფექტურად მართავთ სარეკლამო კამპანიებს და აუმჯობესებთ აუდიტორიასთან კონტაქტს.

Performance Max: რა არის ახალი

Google Marketing Live 2024 კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა უკვე საკმაოდ პოპულარული Performance Max-ის (PMax) რამდენიმე განახლება, რომელიც აუმჯობესებს შესრულებას და მოქნილობას მრავალარხიანი სარეკლამო კამპანიების დროს. ერთ-ერთი უმთავრესი სიახლე არის ჭკვიანი ბიუჯეტირების სტრატეგია, რომელიც საშუალებას მოგცემთ აკონტროლოთ ხარჯები და მოახდინოთ ბიუჯეტის ოპტიმიზება ბიზნეს მიზნების შესაბამისად. ის გთავაზობთ რეალურ დროში ავტომატური ცვლილებების განხორციელებას, გეხმარებათ გაზარდოთ ინვესტირების ბრუნვა და მიაღწიოთ უკეთეს შედეგებს. 

ჭკვიანი ბიუჯეტირების მთავარი მახასიათებლები მოიცავს შემდეგს:

1. ფასის ავტომატური კორექტირება. ჭკვიანი ბიუჯეტირება იყენებს ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს, რათა რეალურ დროში ბაზარზე არსებული მდგომარების და მომხმარებლების ქცევის საფუძველზე განახორციელოს ფასის ავტომატური კორექტირება. ეს საშუალებას გაძლევთ მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ თქვენი ბიუჯეტი.

2. კონკრეტული ბიზნეს მიზნების ოპტიმიზება. ეს სტრატეგია საშუალებას გაძლევთ კონკრეტულ მიზნებს მოარგოთ კამპანიები, მაგალითად გაზარდოთ კონვერსიის ან შემოსავლის მოცულობა, ან შეამციროთ მომხმარებლის ჩართვის ხარჯები. ბიუჯეტის გამოყოფის დროს ალგორითმები ითვალისწინებს ამ მიზნებს.

3. ხარჯების კონტროლის გაუმჯობესება. თქვენ შეგიძლიათ უკეთ მართოთ თქვენი ხარჯები, რადგან ჭკვიანი ბიუჯეტირება მუდმივად ადევნებს თვალს კამპანიის მუშაობას და შეაქვს შესაბამისი ცვლილებები ბიუჯეტის პროპორციულად. 

4. ინვესტირებიდან მიღებული შემოსავლის მაქსიმუმამდე გაზრდა. რესურსების უფრო ზუსტი განაწილება და სწრაფი რეაგირება ბაზრის ცვლილებებზე საშუალებას გაძლევთ გაზარდოთ რეკლამაში ინვესტირებით მიღებული შემოსავალი. ჭკვიანი ბიუჯეტირება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კამპანიების შედეგებს, რისთვისაც ამზადებს მოქნილ და ადაპტირებად ბიუჯეტს რეალური დროის ინფორმაციისა და ანალიტიკური მონაცემების გამოყენებით.

რეკლამის განმთავსებლები, რომლებიც იყენებენ სუფთა მოგების ოპტიმიზებას გონივრულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით 15%-იან ზრდას აფიქსირებენ. დამატებით, რეკლამის შექმნის ხარისხის და ეფექტურობის გაზრდა განაპირობებს რეკლამების 63%-ჯერ მეტ გამოქვეყნებას. გარდა ამისა, Ad Strength ოპტიმიზება საშუალებას მოგცემთ გაზარდოთ კონვერსია 12%-ით თუ „დაბალი“-დან „ბრწყინვალე“ ეფექტურობაზე გადახვალთ.

Demand Generative Ads ინტეგრირება  YouTube და Display & Video 360 გამოყენებით

Google-მა გამოაცხადა Demand Generative Ads (Demand Gen) ინტეგრაცია Display & Video 360 და Search Ads 360 ხელსაწყოებში. აღნიშნული მნიშვნელოვნად აფართოებს შესაძლებლობებს. Demand Gen საშუალებას მოგცემთ გაზარდოთ, გაცვალოთ და გაზომოთ მოთხოვნა YouTube-ისა და Google-ს ყველა სხვა პლატფორმაზე Floodlight ოპტიმიზების გამოყენებით. ეს ხელსაწყო დაგეხმარებათ Demand Gen კამპანიების, ასევე  Display & Video კამპანიების უხარვეზო მართვაში, შეძლებთ სარეკლამო ბიუჯეტის თანაბრად განაწილებას და შესრულების გაზომვას. ოპტიმიზების ამ ახალი შესაძლებლობებით თქვენ უფრო ეფექტურად მართავთ რეკლამას და უკეთეს შედეგებს იღებთ. 

Demand Gen ერთ-ერთი მთავარი სიახლე არის Lookalike სეგმენტების გაუმჯობესება, რაც ამცირებს აუდიტორიის ლიმიტს 1,000-დან მხოლოდ 100 მომხმარებლამდე. ამგვარად, როგორც დიდ, ასევე მცირე ბიზნესებს ეძლევათ ფართო შესაძლებლობები. დამატებით, YouTube Shorts-თან ინტეგრაცია ზრდის კავშირის ხარისხს და მომხმარებლებს აძლევს სტიკერების გამოყენების შესაძლებლობას, რათა რეკლამები მეტად ინტერაქციული გახდეს. რეკლამის განმთავსებლებმა, რომლებმაც საკუთარი რეკლამები დაამატეს Demand Gen-ზე 33%-ჯერ მეტი კონვერსია მიიღეს იმავე CPA-ზე.

YouTube წარმოადგენს Demand Gen-ის საკვანძო პლატფორმას და ის თვეში მილიარდობით მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომი. YouTube Shorts-ის რეკლამები, რომლებიც ახდენს ვერტიკალური ვიდეოების და სტიკერების ინტეგრაციას ზრდის მაყურებლის ჩართულობას და ნახვებს 40%-ით. YouTube-ზე ყოველდღიურად ხელმისაწვდომია 70 მილიარდზე მეტი მოკლე ვიდეო, რაც პლატფორმას ამბის ვიზუალური თხრობის და ახალი მომხმარებლების მოზიდვის საკვანძო ხელსაწყოდ აქცევს. პლატფორმა ასევე საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ YouTube-ის ცნობილი შემქმნელების მიერ მომზადებული ვიდეოები, რაც სანდოობას მატებს პროდუქტს და ზრდის სარეკლამო კამპანიის ეფექტურობის ხარისხს.

Demand Gen-ის ინტეგრაცია Search Ads 360-ში ამარტივებს Floodlight კამპანიების რედაქტირებას და ოპტიმიზებას. რეკლამების ოპტიმიზება შესაძლებელია სხვადასხვა მიზნის გათვალისწინებით, როგორებიცაა გაყიდვები, ხელმძღვანელობა და ვებგვერდზე მომხმარებლების აქტივობა. კამპანიების Search Ads 360-ში დამატება მარტივი და ინტუიტიურია, რაც საშუალებას მოგცემთ ეფექტურად მართოთ ფასი, ბიუჯეტი და ფორმატი მაქსიმალური შედეგისთვის.

Power Pair: კიდევ უფრო ძლიერი კამპანიების ეფექტურობისთვის

Google-მა წარმოადგინა განახლება მისი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ხელსაწყოსთვის – Power Pair-ისთვის, რომელიც აერთიანებს Google-ის საძიებო შესაძლებლობებს და Performance Max-ს, რასაც სარეკლამო კამპანია სრულიად ახალ დონეზე გადაჰყავს. Power Pair იყენებს ჭკვიან ალგორითმებს, რათა მიიღოს საუკეთესო შედეგები Broad Match და Smart Bidding საძიებო კამპანიებში კომბინაციით. ახალა თქვენ შეგიძლიათ საკუთარი კამპანიების უფრო ნაკლები ძალისხმევით ოპტიმიზება და უფრო მაღალი შედეგების მიღწევა მხოლოდ ამ ხელსაწყოს გამოყენებით. 

ბოლო ექვსი თვის განმალობაში, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გაუმჯობესებით, რომლებიც Power Pair-ს დაემატა Broad Match მაჩვენებელი გაიზარდა 10%-ით იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც Smart Bidding იყენებენ. ეს საშუალებას მოგცემთ გააფართოოთ თქვენი ძიებით წვდომა და მოიზიდოთ უფრო კარგი მომხმარებლები მიუხედავად მათი ადგილსამყოფლისა. რეკლამის განმთავსებლებისთვის, რომლებმაც მათ ძიების კამპანიებს დაუმატეს Performance Max-ის ფუნქცია საშუალო კონვერსია 27%-ით გაიზარდა ხარჯების ზრდის გარეშე, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ხელსაწყოს ეფექტურობას.

Power Pair-ის ეფექტურობა დასტურდება სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელი რეკლამის განმთავსებლების ძალისხმევის შედეგებით. მაგალითად, გაყიდვებში რეკლამის განმთავსებლების უმრავლესობა, რომელიც იყენებს ხელსაწყოს უკვე ხედავს გაუმჯობესებულ შედეგებს. Power Pair-ის გამოყენება საშუალება აძლევს რეკლამის განმთავსებლებს გამოიყენონ მრავალფეროვანი შესაძლებლობები ძიებაში და Performance Max-ის კამპანიებში ხილვადობის გაზრდისთვის. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და სხვადასხვა სარეკლამო სტრატეგიის ინტეგრაცია საშუალებას მოგცემთ მიიღოთ გაზრდილი სარგებელი და კონვერსია, რაც ამ ხელსაწყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს ხდის ნებისმიერი ტიპის თანამედროვე მარკეტინგის სტრატეგიისთვის. 

Google Marketing Live 2024 ფარგლებში წარმოდგენილი იქნა სხვადასხვა მნიშვნელოვანი განახლება ისეთი ხელსაწყოებისთვის, როგორებიცაა AI Essentials (AI), Performance Max, Demand Generative Ads და Power Pair. ამ ინოვაციების გამოყენება საშუალებას მოგცემთ მოახდინოთ თქვენი სტრატეგიების ოპტიმიზება, გააუმჯობესოთ კამპანიის შედეგები და დაიპყროთ ციფრული მარკეტინგის ახალი სიმაღლეები, უკეთ შეიცნოთ და აკონტროლოთ სარეკლამო აქტივობები. სრული პრეზენტაციის სანახავად ეწვით ბმულს.
გამოიყენეთ გაუმჯობესებული შესაძლებლობები, რომლებსაც Google Marketing Platform და Google Ads გთავაზობთ Admixer Advertising-თან ერთად. დაგვიკავშირდით და მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოახდინოთ თქვენს სტრატეგიებში სიახლეების ინტეგრირება.

Scroll To Top