მოიზიდეთ სწორი აუდიტორია first-party მონაცემების გამოყენებით
მას შემდეგ რაც შექმნით კონფიდენციალურობისთვის უსაფრთხო გაზომვის საფუძველს, შეგიძლიათ დაიწყოთ first-party მონაცემების გააქტიურება, რათა შექმნათ შესაბამისი სარეკლამო გამოცდილება კონფიდენციალურობის დაცვის გზით.
მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ first-party მონაცემები თქვენთვის იდეალურ კლიენტებთან დასაკავშირებლად. როდესაც მომხმარებლები უზიარებენ თავიანთ საკონტაქტო ინფორმაციას თქვენს ბიზნესს, შეგიძლიათ გამოიყენოთ Customer Match, რათა მიიღოთ ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა მომხმარებლის Google-ის საკუთრებაში არსებულ სივრცეში გადაადგილების შესახებ, მათ შორის Search-ში, Shopping-ში, Gmail-სა და YouTube-ში. სწორად განხორციელების შემთხვევაში, ამ მონაცემებმა შეიძლება შექმნას მნიშვნელოვანი ღირებულება როგორც თქვენი ბრენდისთვის, ასევე თქვენი მომხმარებლებისთვის. დაიმახსოვრეთ, გამოკითხულ ქვეყნებში მომხმარებელთა 66% მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ბრენდთან პერსონალიზებული გამოცდილება.
მიდგომა
MandM Direct-მა, ბრიტანეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ონლაინ მოდისა და სპორტის საცალო სავაჭრო კომპანიამ, ჩაატარა ექსპერიმენტი Discovery კამპანიაზე target ROAS-ის ბიდინგის სტრატეგიით. Target ROAS აოპტიმიზირებს კამპანიის გაზრდილ ეფექტურობასა და კონვერტაციის ღირებულებას. MandM Direct ორიენტირდა ძაბრის ქვედა აუდიტორიაზე და გაააქტიურა first-party მონაცემები Customer Match-ის გამოყენებით, იმისათვის რომ განეახლებინა კავშირი ძველ მომხმარებლებთან, რომლებიც იყვნენ ღირებული მყიდველები, ან მოგზაურობის მოყვარულები. საწყისი სასწავლო პერიოდის შემდეგ, MandM Direct-მა თანდათან გაზარდა ბიდინგის მიზნები ბოლო ორი კვარტლის განმავლობაში.
შედეგები
MandM Direct-ის სტრატეგიამ განაპირობა ROAS-ის 120%-იანი გაუმჯობესება და შემოსავლების 48%-იანი ზრდა 2022 წლის პირველ კვარტალში მის ყველა Discovery კამპანიაში, 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით. ბრენდმა ასევე შეამცირა CPA 20.7%-ით და 4.4%-ით ერთი კლიკის ფასი (CPC).
გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Smart ბიდინგი ამ მონაცემებთან დაკავშირებით შესაბამისი ზომების მისაღებად. Smart ბიდინგ სტრატეგიები ავტომატურად იყენებენ first-party მონაცემებსა და მანქანურ სწავლებას კონვერსიის ან კონვერსიის ღირებულების ოპტიმიზაციისთვის ყველა აუქციონზე.
იმის გამო, რომ ზოგიერთი კონვერსია სხვაზე უფრო ღირებულია მრავალი ბიზნესისთვის, ღირებულებაზე დაფუძნებული ბიდინგის სტრატეგია დაგეხმარებათ მთლიანი ღირებულების ოპტიმიზაციაში. ეს ნიშნავს, რომ სტრატეგიები, როგორიცაა კონვერსიის ღირებულების მაქსიმიზაცია target ROAS-ით, ავტომატურად დაარეგულირებს თქვენს შეთავაზებებს, რათა მიხვიდეთ თქვენთვის ყველაზე ღირებულ მომხმარებლამდე.
Smart ბიდინგის გამოყენებისას ღირებულების ოპტიმიზაციამ შეიძლება შექმნას საიმედო ROI და გაზარდოს იგი. თუ თქვენ უკვე გაქვთ თქვენთვის სასურველი ბიდინგი, შეგიძლიათ განიხილოთ თქვენი first-party მონაცემების გამოყენება სხვა სტრატეგიებში. მაგალითად: მოგებაზე ან მოსალოდნელ ხანგრძლივობაზე ორიენტირება. Google AI იმუშავებს თქვენ მიერ დაყენებულ პარამეტრებთან, რათა უფრო მიუახლოვდეთ თქვენი ბიზნესის მიზნებს.
აპის კამპანიების ოპტიმიზაცია
დააოპტიმიზირეთ გაფართოებული ბიდინგის გადაწყვეტები Android-ზე, როგორიცაა target CPA ან target ROAS, რათა მოიზიდოთ მნიშვნელოვანი მომხმარებლები, რომლებიც სავარაუდოდ დაასრულებენ თქვენს წინასწარ განსაზღვრულ in-app ქმედებებს.
გააერთიანეთ IOS აპების კამპანიები და გამოიყენეთ მხოლოდ target cost per install ან target CPA შეთავაზება რვა ან ნაკლები აპის ინსტალაციის კამპანიით თითოეული თქვენი IOS აპისთვის, რათა შეინარჩუნოთ ოპტიმალური პერფორმანსი SKAdNetwork-ის კამპანიის შეზღუდვების გამო.
მიდგომა
Nectar Sleep, ბრენდმა, რომელიც ყიდის თეთრეულის პროდუქტებს, წარმატებას მიაღწია ავტომატური ბიდინგით, რომელიც ორიენტირებული იყო target CPA-ზე. თუმცა, მას სურდა გაეგო, რომელი მოიტანდა უკეთეს შედეგს: target ROAS თუ target CPA. ამის შესამოწმებლად, Nectar Sleep-მა ჩაატარა ფართომასშტაბიანი Smart ბიდინგ ექსპერიმენტი, რომელიც მიოცავდა მისთვის ყველაზე მნიშვენლოვან საძიებო ტერმინებს.
შედეგები
Target ROAS-ის ექსპერიმენტმა თითქმის ყველანაირად აჯობა target CPA-ს. ამ ექსპერიმენტმა გაზარდა შემოსავალი 17%-ით, კონვერსიები 19%-ით, ROAS 5%-ით და კონვერსიის კოეფიციენტი 7%-ით. ამ წარმატების შემდეგ, Nectar Sleep-მა გადაწყვიტა თავისი საძიებო კამპანიების დიდი ნაწილის მიგრაცია target ROAS-ზე.
ჩართეთ თქვენი first-party აუდიტორია Display & Video 360-ში
Display & Video 360-ში ჩვენ შევქმენით ახალი გზა ედვერთაიზერებისთვის, რათა მათ გაზარდონ რეკლამის ეფექტურობა first-party მონაცემების გამოყენებით Publisher Advertiser Identity Reconciliation (PAIR). PAIR აძლევს ფაბლიშერებს და ედვვერთაიზერებს შესაძლებლობას, უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად შეაჯერონ თავიანთი first-party მონაცემები აუდიტორიისთვის, რომელიც ეწვია მათ ორივე საიტს. ამ მონაცემების დაკავშირება შესაძლებელია clean room-ის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს რომ ედვერთაიზერებისა და ფაბლიშერების მიერ გაზიარებული ნებისმიერი ინფორმაცია დარჩეს უსაფრთხოდ და მათი დაშიფრული ვერსიები გაზიარდეს მხოლოდ Display & Video 360-თან. PAIR აძლევს ედვერთაიზერებს შესაძლებლობას უფრო მეტად დაუკავშირდნენ მათთვის უკვე ცნობილ აუდიტორიას და აჩვენონ სასურველი რეკლამები, ინდივიდების თრექინგისა და third party ქუქის გამოყენების გარეშე.
გამოიყენეთ ხელოვნური ინტელექტის ძალა ახალი აუდიტორიის აღმოსაჩენად
ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო უპირატესობა არის მისი პოტენციალი, დაეხმაროს მარკეტოლოგებს მიაღწიონ სწორ აუდიტორიას, მაშინაც კი, როდესაც ზოგიერთი სიგნალი შეზღუდულია.
Google-ს შეუძლია შეურიოს ერთმანეთში სიგნალების ფართო სპექტრი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, რათა მიაღწიოს დაინტერესებულ მომხმარებლებს და დააოპტიმიზიროს მათ მიერ ნანახი რეკლამები.
ეს სიგნალები მოიცავს მომხმარებლის ატრიბუტებს, როგორიცაა:
● ვინ არიან ისინი (მათი დემოგრაფია)
● ინტერესებზე დაფუძნებული ინფორმაცია, მათ მიერ გამოყენებულ აპებსა და ვებსაიტებზე დაყრდნობით
● აუქციონის დროს ხელმისაწვდომი კონტექსტუალური ინფორმაცია, როგორიცაა იმ ვებსაიტის შინაარსი, რომელსაც ისინი ათვალიერებენ
აი, როგორ მუშაობს ის
როდესაც ქუქი ხელმისაწვდომია third-party ვებსაიტებიდან, Google გააერთიანებს მომხმარებლის სიგნალებს კონტექსტუალურ სიგნალებთან, როგორიცაა გვერდის კონტენტი, რათა განსაზღვროს მომხმარებლის ინტერესები და პრეფერენციები. როდესაც ქუქი შეზღუდულია ბრაუზერის წესებით ან მომხმარებლის არჩევანით, Google აუდიტორია დაეყრდნობა სხვა ხელმისაწვდომ სიგნალებს, როგორიცაა რეკლამის განთავსების კონტექსტი, აქტუალობის დასადგენად.
ორი დამატებითი ვარიანტი აუდიტორიის მოსაპოვებლად, რომელიც შესაძლოა კონვერტირდეს third party ქუქი-ფაილების გარეშე, არის ოპტიმიზირებული თარგეთირება და აუდიტორიის გაფართოება. ეს ფუნქციები ხელმისაწვდომია თქვენი Discovery, Display და Video action კამპანიებისთვის Google Ads-სა და Display & Video 360-ში.
ედვერთაიზერები, რომლებიც იყენებენ ოპტიმიზებულ თარგეთირებას Display & Video 360-ში, საშუალოდ აქვთ 55%-იანი გაუმჯობესება first-party აუდიტორიის გამოყენებისას. ანალოგიურად, აუდიტორიის გაფართოება იყენებს AI-ს იმ ედვერთაიზერების დასახმარებლად, რომლებიც მართავენ ვიდეო რიჩის ან გადაწყვეტილების მიღების პროცესის კამპანიებს, რათა თანდათან გაზარდონ რიჩი. აუდიტორიის გაფართოება ხელმისაწვდომია Google Ads-ში და ხელმისაწვდომი იქნება Display & Video 360-ში მიმდინარე წლის ბოლოს.
მზად იყავით კონფიდენციალურობის შემდეგი ეტაპებისთვის
Privacy Sandbox-ის მიზანია ახალი ტექნოლოგიების განვითარება, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალ განსხვავებულ შემთხვევაში, მათ შორის ინტერესებზე დაფუძნებული და რემარკეტინგის რეკლამებისას.
API მხარს უჭერს ინტერესებზე დაფუძნებულ რეკლამებს
მომხმარებლის ბრაუზერს შეუძლია მოგვაწოდოს ისეთი თემები, რომლებიც შეიძლება ასახავდეს მათ ინტერესებს ბოლოდროინდელი აქტივობიდან გამომდინარე. ეს ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ინფორმაციასთან ერთად, რათა გვაჩვენოს შესაბამისი რეკლამები, კონკრეტული ვებსაიტების მონიტორინგის გარეშე.
Protected Audience API მხარს უჭერს რემარკეტინგს
როდესაც ვინმე ეწვევა კომპანიის ვებსაიტს და მნიშვნელოვან მოქმედებას განახორციელებს, როგორიცაა პროდუქტის ნახვა, ვებსაიტს (ან მის სარეკლამო ტექნოლოგიების გამყიდველს) შეუძლია მოითხოვოს მომხმარებლის დამატება ინტერესთა ჯგუფში, რომელიც ინახება მომხმარებლის საკუთარ მოწყობილობაზე. ეს ზღუდავს გარედან გაზიარებულ მონაცემთა რაოდენობას. შემდეგ, როდესაც მომხმარებელი სხვა მონაწილე ვებსაიტებს ეწვევა, ინტერესთა ჯგუფთან დაკავშირებული რეკლამები შეიძლება განთავსდეს მოწყობილობაზე on-device პროცესის მეშვეობით.
კონფიდენციალურობის დაცვის ახალი ტექნოლოგიების, first-party მონაცემებისა და AI-ის მიერ გადაჭრილი გადაწყვეტილებების ექსპერიმენტები დაეხმარება თქვენს ბიზნესს განვითარებაში. თუმცა, როგორც ედვერთაიზერებს, თქვენ არ გჭირდებათ ამ ახალი ტექნოლოგიების პირდაპირ დანერგვა. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ გააგრძელოთ კონფიდენციალურობისთვის უსაფრთხო გადაწყვეტების გამოყენება, რომლებიც დღეს ხელმისაწვდომია Google Ads-სა და Display & Video 360-ში, როგორიცაა Google Audiences, რათა ისარგებლოთ Privacy Sandbox ტექნოლოგიებით წარმოქმნილი სიგნალებით.
მრავალმხრივი მიდგომა კონფიდენციალურობისადმი
ამ გზამკვლევში წარმოვადგინეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, სტრატეგია და ტექნოლოგია, რომლებიც შეიძლება დაეხმაროს ედვერთაიზერს შესაბამისი კამპანიების შენარჩუნებაში კონფიდენციალურობის ზრდის ფონზე. უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ჩვენი ინდუსტრია უნდა გაერთიანდეს და შეიმუშავოს ძლიერი მარკეტინგული სტრატეგიები, რომლებიც აამაღლებენ მომხმარებლის კონფიდენციალურობის დონეს. ჩვენ მივესალმებით თქვენს თანამშრომლობას, რადგან ვცდილობთ უზრუნველვყოთ ეფექტური, privacy-first რეკლამის მომავალი.