დიჯითალ სიახლეები: ინსაითები, პროდუქტის განახლებები და სიახლეები
მიიღეთ უახლესი ინფორმაცია ინტერნეტ რეკლამის სამყაროს შესახებ
გაფილტვრა:
პროდუქტები: ქვეყნები: რეკლამის ტიპები: ყველაფრის წაშლა
გაფილტვრა
Home / Google / Google Ads კამპანიების ოპტიმიზაცია first-party data-ს გამოყენებით

Google Ads კამპანიების ოპტიმიზაცია first-party data-ს გამოყენებით

ჩამოაყალიბეთ უფრო ღირებული ურთიერთობები მომხმარებლებთან

ეს სტატია პირველია მასალების სერიიდან, რომელიც ეძღვნება ციფრულ მარკეტინგსა და სარეკლამო კამპანიებში პირველი მხარის მონაცემების (1st-party data) ეფექტურ გამოყენებას მომხმარებლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების, სარეკლამო სტრატეგიების ეფექტურობის გაზრდისა და მონაცემთა დაცვის მიზნით. ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შევაგროვოთ, გამოვიყენოთ და ვმართოთ მონაცემები, რათა შევქმნათ მნიშვნელოვანი, დასამახსოვრებელი და მართვადი გამოცდილება მომხმარებლებისთვის. დეტალურად განვიხილავთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაზომვის სიზუსტის გაზრდის, მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დაცვისა და ბიზნეს შედეგების ოპტიმიზაციის თემებს.

გააძლიერეთ ურთიერთობები მომხმარებლებთან და ჩამოაყალიბეთ ნდობა სწორი ღირებულებების გაცვლით

კლიენტებთან ყოველი ურთიერთქმედება იძლევა შესაძლებლობას, გაიზარდოს 1st party ბაზა, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, ამ შესაძლებლობას მომხმარებელზე ორიენტირებული აზროვნებით მიუდგეთ.

ჩამოაყალიბეთ უფრო ღირებული ურთიერთობები მომხმარებლებთან

გამოკითხულ ქვეყნებში მომხმარებელთა 80% უკმაყოფილებას აფიქსირებს მათი კონფიდენციალურობის დაცვაზე ონლაინ სივრცეში. მონაცემთა ბაზამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაზარდოს მომხმარებლის ნდბა თქვენი ბრენდის მიმართ და დაგეხმაროთ მომხმარებელთა საჭიროებების დაკმაყოფილებაში.

მას შემდეგ რაც დაასრულებთ მოსამზადებელ სამუშაოებს რათა დაცული იქნას მომხმარებელთა არჩევანი, შეგიძლიათ მიაღწიოთ უფრო დიდ მიზნებს გაზომვისა და ბიზნესის ზრდის გარშემო, რაც შესაძლებელია 1st party მონაცემების ძლიერი სტრატეგიით.

ორი მნიშვნელოვანი გზა, რითაც ბრენდებს შეუძლიათ მიაღწიონ 1st party ბაზას, არის სასარგებლო გამოცდილების გაზიარება და სამართლიანი ღირებულებების გაცვლა. ამის მიღწევა შესაძლებელია მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი ინტერაქციით. ამ ნაბიჯების შესრულება დაგეხმარებათ აუხსნათ მომხმარებლებს, რა მონაცემები გამოიყნება, რა ღირებულებას იძლევიან ისინი ნებართვის გაცემით მონაცემთა მართვაზე და როგორ შეუძლიათ აკონტროლონ მათი მონაცემთა გაზიარება.

გახადეთ მნიშვნელოვანი

იმისათვის, რომ მარკეტინგმა თავი იგრძნოს რელევანტურად, ადამიანებს უნდა შეეძლოთ ღირებულების პოვნა გაცვლაში.

რატომ

კლიენტებთან ყოველი ურთიერთქმედება იძლევა შესაძლებლობას, გაიზარდოს 1st party ბაზა, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, ამ შესაძლებლობას მომხმარებელზე ორიენტირებული აზროვნებით მიუდგეთ. გამოკითხულ ქვეყნებში მომხმარებელთა 80% უკმაყოფილებას აფიქსირებს მათი კონფიდენციალურობის დაცვაზე ონლაინ სივრცეში. მონაცემთა ბაზამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაზარდოს მომხმარებლის ნდბა თქვენი ბრენდის მიმართ და დაგეხმაროთ მომხმარებელთა საჭიროებების დაკმაყოფილებაში.

Google-ისა და Ipsos-ის კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები ნებაყოფლობით გაუზიარებენ მონაცემებს კომპანიებს, რომლებიც აჩვენებენ მკაფიო ღირებულებებებს. მარკეტერებს შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ თავიანთი მომხმარებლების საჭიროებები შესაბამისი და დროული შეტყობინებებით, რომლებიც ასახავს ამგვარი გაცვლის აშკარა სარგებელს.

გახადეთ დასამახსოვრებელი


იმისათვის, რომ მარკეტინგი გრძნობდეს პასუხისმგებლობას, ადამიანებს უნდა შეეძლოთ დაიმახსოვრონ გაზიარებული ინფორმაცია, მათ მიერ ნანახი მარკეტინგის შესახებ.

რატომ

ინტერნეტის ბევრ მომხმარებელს აქვს შეზღუდული ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ონლაინ კონფიდენციალურობა და ეს გავლენას ახდენს მათ დამოკიდებულებაზე რეკლამასთან დაკავშირებით. მაგრამ ისინი, რომელთაც ახსოვს მათ მიერ გაკეთებული არჩევანი მონაცემთა გაზიარების შესახებ, უფრო დადებით პასუხებს აფიქსირებენ.

გახადეთ ის მართვადი

იმისათვის, რომ თქვენი მარკეტინგი სასარგებლო იყოს, მიეცით ხალხს კონტროლი მათ ინფორმაციაზე.

რატომ

როდესაც ადამიანები გრძნობენ, რომ მათ არ აქვთ კონტროლი პერსონალურ მონაცემებზე, ისინი შეიძლება სკეპტიკურად უყურებდნენ ციფრული მარკეტინგს. მარკეტოლოგებმა უნდა მიაწოდონ ის ინსტრუმენტები და ინფორმაცია, რომელიც ადამიანებს სჭირდებათ მათი კონფიდენციალურობის სამართავად.

არსებობს მკაფიო ნაბიჯები, რომლითაც ედვერთაიზერებს შეუძლიათ გააძლიერონ მომხმარებლების კონტროლის გრძნობა. ყველაზე ეფექტური კომბინაციები დაგეხმარებათ თანხმობის ოპტიმიზაციაში, რაც გაზრდის თქვენი 1st party მონაცემების ბაზას.

ჩამოაყალიბეთ უფრო ღირებული ურთიერთობები მომხმარებლებთან

Apple-ის აპლიკაციების კონტროლის გამჭირვალობა (ATT)

ATT პოლიტიკა IOS დეველოპერებს სთხოვს რომ მოითხოვონ თანხმობა, როდესაც ისინი იყენებენ განსაზღვრულ ინფორმაციას სხვა კომპანიების აპებიდან და ვებსაიტებიდან სარეკლამო მიზნებისთვის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ უკვე აქვთ მიღებული თანხმობა.

განიხილეთ Apple-ის დოკუმენტაცია და მოქმედი კანონები და რეგულაციები. თუ ATT ჩარჩო ეხება თქვენს აპს, შეგიძლიათ გადაწყვიტოთ შექმნათ და გამოაჩინოთ warm up ან explainer screen ATT თანხმობის გამოთხოვნამდე. მოთხოვნამ შეიძლება გააუმჯობესოს თქვენი IOS აპის კამპანიების  პერფორმსი.

შექმენით და დააკავშირეთ 1stt party ბაზა კლიენტებთან ურთიერთობიდან

მას შემდეგ რაც დაადგინეთ, როგორ შექმნათ მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი გამოცდილება თქვენი მომხმარებლებისთვის, მიღებული 1stt party მონაცემები შეიძლება დააიმპორტოთ თქვენს სასურველ ინსტრუმენტებში მონაცემთა მართვისთვის.

ეს ტექნოლოგიები, მათ შორის მომხმარებელთა ურთიერთობის მართვისა (CRM) და მომხმარებელთა მონაცემთა პლატფორმები, შემდეგ შეიძლება ინტეგრირდეს Google-ის სარეკლამო და საზომ ინსტრუმენტებთან, როგორიცაა Google Ads, Google Analytics 4, Campaign Manager 360 და Search Ads 360.

ჩამოაყალიბეთ უფრო ღირებული ურთიერთობები მომხმარებლებთან

მიდგომა

Kia-ს სურდა შეექმნა უკეთესი გამოცდილება ავტომობილის  მყიდველთათვის, რომლებიც სტუმრობდნენ მის არხებს. ეს მიზნად ისახავდა ინგეიჯმენტისა და დილერებთან ვიზიტის ზრდას. იგი თანამშრომლობდა დილერებთან, რათა მოერგებო ვებსაიტის გამოცდილება რეგიონის მიხედვით და მიეცით საშუალება მომხმარებლებს დაეჯავშნათ ტესტდრაივები ონლაინ რეჟიმში, მომხმარებელთა სასარგებლო უკუკავშირის მიღების პროცესში.

შედეგები

Kia-ს 1stt party მონაცემების სტრატეგიამ განაპირობა 4-ჯერ უკეთესი კონვერტაციის კოეფიციენტი (conversion rate), 268%-ით გაზრდილი click-through rate და 55%-ით გაუმჯობესებული ახალი მომხმარებლების ინგეიჯმენთი, მათ საწყის მიზნებთან შედარებით.

ჩამოაყალიბეთ უფრო ღირებული ურთიერთობები მომხმარებლებთან

მიდგომა

Zoe Financial-მა, ნიუ-იორკში დაფუძნებულმა კეთილდღეობის პლატფორმამ, გამოიყენა HubSpot , 1stt party მონაცემების უსაფრთხოდ შესანახად და ღირებული ინფორმაციის მიწოდებისთვის, თუ რა ქმნის იდეალურ კლიენტს. HubSpot-ის CRM პლატფორმის გამოყენებით ოფლაინ conversion event-ის იმპორტისთვის, Zoe Financial-მა გაზომა conversion values სრულ lead-to-sales-მდე. ეს ახალი ყოვლისმომცველი ხედვა საშუალებას აძლევდა მას რომ დაეოპტიმიზირებინა Google Ads-ის კამპანიები, რათა ფოკუსირება მოეხდინა სწორი პერსპექტიული კლიენტების კონვერტაციაზე.

შედეგები

შედეგად, Zoe Financial-მა დაინახა, რომ ყველაზე ღირებული კლიენტების სეგმენტი გაყიდვების 60%-მდე გაიზარდა.

ნდობის დამყარება და 1st-party მონაცემების ეფექტური გამოყენება საკვანძო ნაბიჯია თქვენს მომხმარებლებთან გრძელვადიანი, შინაარსიანი ურთიერთობების შესაქმნელად. ამ სტატიაში განვიხილეთ, თუ როგორ შევაგროვოთ და გამოვიყენოთ მონაცემები ჩართულობისა და ბიზნესის ზრდის უზრუნველსაყოფად. ამ თემის სიღრმისეული შესწავლის გასაგრძელებლად, წაიკითხეთ ჩვენი შემდეგი სტატიები, სადაც გიამბობთ, როგორ  გავზარდოთ გაზომვების ეფექტურობა და კონფიდენციალურობის დაცვა Google tag-ის, Google Tag Manager-ისა და გაუმჯობესებული კონვერსიების დახმარებით, ასევე ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ პირველი მხარის მონაცემები ROAS-ის გასაზრდელად და კონვერსიების გასაუმჯობესებლად. არ გამოტოვოთ!

დამატებითი კონსულტაციისთვის, თუ როგორ გამოიყენოთ თქვენი მონაცემები ეფექტურად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ 

Admixer Advertising-ის სპეციალისტებს მეილზე: hello-gmp@admixeradvertising.com ელ. მისამართზე მოთხოვნის გაგზავნით. Admixer Advertising 2016 წლიდან არის Google Marketing Platform-ის ოფიციალური რესელერი EMEA-ს რეგიონში და Google-ის სერტიფიცირებული პარტნიორი. 

ჩვენ

მზად ვართ, დაგეხმაროთ, მიიღოთ წვდომა უახლეს სარეკლამო ტექნოლოგიებზე, ანალიტიკურ, კრეატიულ და ღრუბლოვან პლატფორმებზე თქვენს მომხმარებლებთან კავშირების განსამტკიცებლად და ბიზნესის მიზნების მისაღწევად.

სტატია მომზადებულია მასალების მიხედვით: Build more meaningful customer relationships

Scroll To Top