დიჯითალ სიახლეები: ინსაითები, პროდუქტის განახლებები და სიახლეები
მიიღეთ უახლესი ინფორმაცია ინტერნეტ რეკლამის სამყაროს შესახებ
გაფილტვრა:
პროდუქტები: ქვეყნები: რეკლამის ტიპები: ყველაფრის წაშლა
გაფილტვრა
Home / Google / Campaign Manager 360: პლატფორმის განვითარების ახალი ეტაპი 2025 წელს

Campaign Manager 360: პლატფორმის განვითარების ახალი ეტაპი 2025 წელს

Campaign Manager 360: პლატფორმის განვითარების ახალი ეტაპი 2025 წელს

მედიაარხების რაოდენობის ზრდასთან და ანალიტიკური მოთხოვნების გამკაცრებასთან ერთად, კამპანიის მართვას მეტი შეთანხმებულობა და ტექნოლოგიურობა სჭირდება. Campaign Manager 360 (CM360) ამ ინფრასტრუქტურის საფუძველს ქმნის პროცესების, მონაცემებისა და ინსტრუმენტების ერთ ეკოსისტემაში გაერთიანებით. 

2025 წელს Campaign Manager 360 აგრძელებს ევოლუციას უფრო ავტომატიზირებულ, ფუნქციონალურ და სტრატეგიულ პლატფორმად გარდაქმნისკენ. არხების ზრდის, სამომხმარებლო გზების გართულებისა და ანალიტიკური მოთხოვნების ფონზე, CM360 აძლიერებს თავის როლს, როგორც კამპანიის მართვის ცენტრალური ოპერაციული სისტემის. ახალი ფუნქციები ამარტივებს გუნდების მუშაობას, ზრდის პროცესების გამჭვირვალობას და აფართოებს პერსონალიზაციის შესაძლებლობებს – მონაცემების დამუშავებიდან დაწყებული, თარგეთირებისა და ხარისხის კონტროლით დასრულებული..

Data Manager: first-party მონაცემებთან მუშაობის ახალი დონე

Campaign Manager 360: პლატფორმის განვითარების ახალი ეტაპი 2025 წელს

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება არის გაუმჯობესებული Data Manager,, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს first-party მონაცემების დაკავშირებასა და აქტივაციას. CM360-ის ახალი ინტერფეისი გუნდებს ეხმარება Offline Conversion Import-ისთვის (OCI) მონაცემების უფრო სწრაფად იმპორტირებაში, ხოლო Alpha ვერსია მოიცავს ახალ UI ნაკადებს, რომლებიც სპეციალურად ამ სცენარისთვისაა შექმნილი.

მთავარი ცვლილება ის არის, რომ გუნდებს  აღარ სჭირდებათ რთული API ინტეგრაციების შექმნა და შენარჩუნება. point-and-click connectors-ის საშუალებით, ოფლაინ კონვერსიების ჩატვირთვა ახლა პირდაპირ CRM-ებიდან, cloud storage-დან ან ლოკალური ფაილებიდან არის შესაძლებელი, მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნებით. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ტექნიკურ დატვირთვას გუნდებისთვის და აჩქარებს მონაცემების აქტივაციის მთლიან პროცესს.

Default Alerting: პლატფორმაში ჩაშენებული ხარისხის კონტროლი

კიდევ ერთი სტრატეგიული განახლებაა Default Alerting-ის გაუმჯობესებული ავტომატური შეტყობინებების სისტემა. . CM360 ზრდის პარამეტრების სისწორის კონტროლს, რაც გუნდებს საშუალებას აძლევს პრობლემები დროულად აღმოაჩინონ, სანამ კამპანიის პერფორმანსზე იქონიებს გავლენას. 

ერთ-ერთი მთავარი ინოვაციაა High Default Rate Alerts შეტყობინებები, რომლებიც გაფრთხილებთ, ეს შეტყობინებები ირთვება მაშინ, როდესაც default კრეატივი ზედმეტად ხშირად იწყებს ჩვენებას, მაგალითად, ჩვენებების 10%-ზე მეტში ეს, როგორც წესი, მიუთითებს როტაციის შეცდომებზე ან არასწორ პრიორიტეტებზე და დროული შეტყობინება ხელს უწყობს პრობლემის სწრაფად გამოსწორებას.

შეტყობინებები ნაგულისხმევად ჩართულია ყველა მომხმარებლისთვის, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მათი გამორთვა შესაძლებელია პარამეტრებიდან.

Global ZIP/Postal Code Targeting: პერსონალიზაცია გლობალურ მასშტაბზე

განახლებებმა ასევე გააფართოვა Global ZIP/Postal Code Targeting-ის პერსონალიზაციის შესაძლებლობები. CM360 ახლა მხარს უჭერს არა მხოლოდ აშშ-ის ZIP და საფოსტო ინდექსებთან მუშაობას, არამედ მრავალ საერთაშორისო ბაზარზეც,, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს ლოკალური სარეკლამო სტრატეგიების განხორციელების შესაძლებლობებს.

ედვერთაიზერებს შეუძლიათ საფოსტო ინდექსების თარგეთირება CM360 ინტერფეისის (რეკლამის ან თარგეთირების შაბლონის დონეზე), API-ის ან SDF-ის საშუალებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რითაილერების, e-commerce კომპანიებისთვის, ადგილობრივი ბიზნესებისა და ყველა იმ ედვერთაიზერისთვის, რომლის კამპანიებიც დამოკიდებულია ლოკაციაზე.

Floodlight-ის ახალი კატეგორიები: გაზომვის ერთიანი სტანდარტი GMP ეკოსისტემაში

Campaign Manager 360: Platformanın 2025-ci ildə İnkişafının Yeni Mərhələsi

Campaign Manager 360-ში, Display & Video 360-სა და Search Ads 360-ში კონვერსიების გაზომვის გაერთიანების მიზნით, Google-მა განაახლა Floodlight-ის კატეგორიებთან მუშაობის წესი. კატეგორიები ახლა სავალდებულოა Floodlight-ის ყველა აქტივობისთვის, როდესაც ჩართულია ატრიბუცია. აქტივობის შექმნის ან რედაქტირებისას, ედვერთაიზერი ირჩევს კატეგორიას, რომელიც გამოიყენება გაზომვის მოდელებში და ნაჩვენებია ინტერფეისში. შექმნის შემდეგ, კატეგორია ავტომატურად სინქრონიზდება და გამოჩნდება დაკავშირებულ Search Ads 360 და Display & Video 360 ანგარიშებში.

კატეგორიები ასევე სავალდებულო გახდა API-სა და SDF-ის მეშვეობით მასობრივი განახლებების დროს და ანგარიშებში გამოჩნდა ახალი საზომი, კერძოდ Floodlight Activity Conversion Category – DV360-ში და Activity Conversion Category – CM360-ში, რაც ამარტივებს ეფექტურობის ანალიზს.

განახლებები ქმნის ერთიან, უფრო სტრუქტურირებულ მიდგომას კონვერსიების მიმართ და ზრდის შეთანხმებულობას Google Marketing Platform-ის პროდუქტებს შორის.

Anomaly Detection for Tracking Tag Misuse: თრექინგის ხარისხის ავტომატური კონტროლი

2025 წელს Campaign Manager 360-ში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განახლება გახდა Anomaly Detection for Tracking Tag Misuse-ის დანერგვა, მექანიზმისა, რომელიც ავტომატურად აფიქსირებს შეცდომებს თრექინგის თეგების იმპლემენტაციაში და მომხმარებელს პრობლემის შესახებ აფრთხილებს კამპანიაზე გავლენის მოხდენამდე.

სისტემა ავტომატურად აფიქსირებს შემთხვევებს, როცა თეგები არასწორადაა განთავსებული,  მაგალითად, როდესაც click tracker შეცდომით არის დაინსტალირებული impression tracker-ის ნაცვლად. CM360 ავლენს კლიკებისა და ჩვენებების უჩვეულო თანაფარდობას, ამოიცნობს ანომალიას და ასეთ ფლეისმენტებს აღნიშნავს, როგორც საყურადღებო პოზიციებს.

განახლება მჭიდრო კავშირშია ახალ Diagnostic UI-სთან: მომხმარებლები იღებენ პრობლემის დეტალურ აღწერას , კამპანიების ჩამონათვალს და მკაფიო რეკომენდაციებს პრობლემის გამოსასწორებლად. . პირდაპირ Diagnostics-დან შეგიძლიათ გადახვიდეთ რეპორტზე ან გახსნათ არასწორი თეგების მქონე ფლეისმენტები წინასწარ კონფიგურირებული Misuse tags ფილტრის მეშვეობით, რომელიც ახლა ასევე ხელმისაწვდომია Trafficking UI-ში.

ეს ფუნქცია გამორიცხავს თრექინგის იმპლემენტაციის ბევრ შეცდომას,  რომლებიც ადრე ხელით უნდა აღმოჩენილიყო.

Reach რეპორტების ოპტიმიზაცია: Country ამოღებულია სავალდებულო პარამეტრებიდან

Campaign Manager 360: პლატფორმის განვითარების ახალი ეტაპი 2025 წელს

გუნდები reach-ის რეპორტინგს კიდევ უფრო მოქნილად გამოიყენებენ  Country პარამეტრის განახლებული მიდგომის წყალობით. ადრე Country რეპორტის სტრუქტურის სავალდებულო ნაწილი იყო, რაც ზრდიდა მონაცემების მოცულობას და ართულებდა აუდიტორიის reach-ის ანალიზს იმ კამპანიებში, რომლებიც არ იყო დაკავშირებული კონკრეტულ გეოგრაფიასთან. განახლებით, ეს შეზღუდვა მოიხსნა: Country ახლა აღარ არის სავალდებული პარამეტრი reach მეტრიკების გამოსათვლელად და მისი დამატება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაშია შესაძლებელი. 

ეს მიდგომა რეპორტების მომზადებას უფრო მარტივსა და მოქნილს ხდის, მონაცემები უფრო სწრაფად მუშავდება, ქრება ქვეყნების მიხედვით reach-ის ფილტრაციის საჭიროება და ანალიტიკა უფრო მოსახერხებელი ხდება გლობალური ან მრავალეროვნული კამპანიებისთვის.

დასკვნა: CM360 გახდა მაღალი ხარისხის მედია თრექინგის საფუძველი

2025 წლის განახლებები აძლიერებს Campaign Manager 360-ის როლს, როგორც ციფრული კამპანიების მართვის ცენტრალურ ოპერაციულ პლატფორმას. პლატფორმა ხდება უფრო ავტომატიზირებული, პროგნოზირებადი და პრევენციული ტექნიკური შეცდომების მიმართ, მონაცემებსა და კონვერსიებთან მუშაობიდან თეგებისა და რეპორტინგის ლოგიკის კონტროლამდე.

CM360 ქმნის ერთიან ეკოსისტემას, რომელიც ეხმარება ედვერთაიზერებს პრობლემების უფრო სწრაფად იდენტიფიცირებაში, უფრო ზუსტი ატრიბუციის გამოყენებით მუშაობაში, first-party მონაცემების ეფექტურად გამოყენებასა და გლობალური მასშტაბით პერსონალიზებული სტრატეგიების შემუშავებაში.

ყოველივე ეს CM360-ს არა მხოლოდ თრექინგის ინსტრუმენტად, არამედ სრულფასოვან ინფრასტრუქტურად აქცევს, რომელიც უზრუნველყოფს სარეკლამო კამპანიების ხარისხს, მასშტაბირებადობასა და გამჭვირვალობას.

როგორ მიიღოთ წვდომა და მხარდაჭერა?

თუ გსურთ CM360-ის ახალი შესაძლებლობების გააქტიურება, მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ან წამყვანი თრექინგისა და რეპორტინგის პროცესების დანერგვა, დაგვიკავშირდით ჩვენ, Admixer Advertising-ის გუნდს, Google Marketing Platform-ის ოფიციალურ Sales Partner-ს 2016 წლიდან:info.ge@admixeradvertising.com.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი გუნდის კონსულტაციას, დასეთაფებას, მხარდაჭერასა და ტრენინგს. 

​​როგორ მიიღოთ წვდომა და მხარდაჭერა?

თუ გსურთ მეტი გაიგოთ CM360-ის შესაძლებლობების შესახებ, დაგვიკავშირდით ჩვენ, Admixer Advertising-ის გუნდს, Google Marketing Platform-ის ოფიციალურ Sales Partner-ს 2016 წლიდან:  info.ge@admixeradvertising.com

Scroll To Top