დიჯითალ სიახლეები: ინსაითები, პროდუქტის განახლებები და სიახლეები
მიიღეთ უახლესი ინფორმაცია ინტერნეტ რეკლამის სამყაროს შესახებ
გაფილტვრა:
პროდუქტები: ქვეყნები: რეკლამის ტიპები: ყველაფრის წაშლა
გაფილტვრა
Home / Google / შედეგების გაზომვა, აქტივაცია, კონტროლი: CM360-ისა და DV360-ის გაუმჯობესებული სტრატეგია 2026-ში

შედეგების გაზომვა, აქტივაცია, კონტროლი: CM360-ისა და DV360-ის გაუმჯობესებული სტრატეგია 2026-ში

2026 წელს ციფრული მარკეტინგი აღარ იქნება კონცენტრირებული ინდივიდუალურ არხებზე. მონაცემებსა და AI-ზე დაყრდნობით განისაზღვრება მედია ბიუჯეტის სპლიტი და კამპანიის ეფექტურობა. ამასთანავე, კამპანიის ეფექტურობა დამოკიდებულია, თუ როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული სხვადასხვა პლატფორმები Google-დან Meta-მდე და TikTok-მდე.

მარკეტოლოგებისთვის ეს ერთ რამეს ნიშნავს: საჭიროა ცალკეული ანალიტიკიდან მთელი ეკოსისტემის მართვაზე გადასვლა. ამ კონტექსტში, Campaign Manager 360-ის (CM360) და Display & Video 360-ის (DV360) განახლებული ინტეგრაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 2026 წელს ამ პლატფორმებში მიდის მნიშვნელოვანი განახლებები მოთხოვნების გაზომვისა და აქტივაციის მიმართულებით, რაც ზრდის სოციალური და ვიდეო კამპანიების გამჭვირვალობას და მარტივად მართვადობას.

სოციალურ მედიაში შედეგების გაზომვის ახალი ეტაპი CM360-ის დახმარებით 

დიდი ხნის განმავლობაში სოციალური პლატფორმები ე.წ. “დახურულ ეკოსისტემებს”  ჰგავდა, სადაც ნახვებისა და კონვერსიების შესახებ მონაცემების გადამოწმება third-party პლატფორმების გამოყენებით უკიდურესად რთული იყო. 2026 წელი გარდამტეხი წელი გახდა განსაკუთრებით TikTok-ის ინტეგრაციის კონტექსტში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა CM360-ში TikTok-ის ინტეგრაციის გლობალური საცდელი ვერსიის გაშვება. ეს არის მონაცემთა გაცვლის პრინციპების სიღრმისეული ტექნიკური ცვლილება. მთავარი მიზანია ინვენტარის შეუსაბამობების მინიმიზაცია, რაც წლების განმავლობაში ხელს უშლიდა ედვერთაიზერებს ჩვენებების ანალიზისას მონაცემების ზუსტად დაბალანსებაში.

ახლა სპეციალისტებს შეუძლიათ, უპრეცედენტო სიზუსტით თვალი ადევნონ TikTok-ს cross-media reach ანგარიშებში. ეს განახლება მოიცავს View-Through Conversions-ისა და Reach Insights-ის სრულ მხარდაჭერას. ეს ნიშნავს, რომ TikTok ამიერიდან გაყიდვების funnel-ის მნიშვნელოვანი მონაწილე ხდება. ახლა უკვე შეგვიძლია დავინახოთ სრული სურათი, თუ როგორ მოქმედებს TikTok-ზე ვიდეოს ყურება Google-ში საძიებო მოთხოვნაზე ან DV360-ში რეთარგეთინგის გზით განხორციელებულ კონვერსიაზე.

ამ შესაძლებლობების ტექნიკური ინტეგრირება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. TikTok-ისთვის CM360-ში ფლეისმენთების განთავსებისას, უმნიშვნელოვანესია თეგების სწორად ადაპტირება. განსაკუთრებით საჭიროა timestamp პარამეტრის შეცვლა კონკრეტულ, double-underscore მაკროთი. ეს უზრუნველყოფს, რომ თითოეული ჩვენება დაფიქსირდეს ორივე პლატფორმის სერვერებზე დუბლირების გარეშე.  პარამეტრების დაყენების ასეთი სიზუსტე მონაცემთა სისწორის გარანტიაა, რომელზეც მომავალში ყველა სტრატეგიული დასკვნა დაფუძნდება.

Demand Gen DV360-ში: ინტერესიდან კონვერსიამდე

შედეგების გაზომვის ინსტრუმენტების შემუშავების პარალელურად, Google აქტიურად აუმჯობესებს მოთხოვნის აქტივაციის მეთოდებს. 2026 წელს Demand Gen საბოლოოდ დამკვიდრდა როგორც Discovery ეტაპის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი. ჩვენ ვიცით, რომ თანამედროვე მომხმარებლები სულ უფრო ხშირად პოულობენ ბრენდებს კონკრეტული საძიებო პარამეტრების გარეშე. ისინი ათვალიერებენ YouTube Shorts-ს, Discover-ის სიახლეების არხს ან ამოწმებენ Gmail-ს. სწორედ ამ მომენტებში Demand Gen გაძლევთ საშუალებას ორგანულად ჩართოთ თქვენი ბრენდი მომხმარებლის ყოველდღიურ ციფრულ სივრცეში და გადააქციოთ ინტერესი რეალურ კონვერსიად. 

Demand Gen-ის Display & Video 360-ის მეშვეობით გაშვების მთავარი უპირატესობა Floodlight-ზე დაფუძნებული ოპტიმიზაციის შესაძლებლობაა. ეს სპეციალისტებს აძლევს მონაცემთა ერთიან და სანდო წყაროს.

Floodlight-ის გამოყენებით, შესაძლებელია კონვერსიების სწორი დედუბლირება მედია სპლიტში. თუ მომხმარებელმა პირველად რეკლამა YouTube Shorts-ზე ნახა, შემდეგ კი GDN-ში ბანერზე დააკლიკა, სისტემა ზუსტად განსაზღვრავს თითოეული მათგანის წვლილს და ერთსა და იმავე შესყიდვას ერთდროულად რამდენიმე კონვერსიად არ ჩათვლის.

გარდა ამისა, 2026 წელს DV360 გთავაზობთ არხების მართვის გაზრდილ შესაძლებლობებს. ახლა ჩვენ შეგვიძლია არ დავეყრდნოთ მხოლოდ ავტომატიზაციას, არამედ ბიზნეს მიზნებიდან გამომდინარე მოქნილად შევარჩიოთ ფლეისმენთები.

ეს საშუალებას იძლევა შეიქმნას უფრო მეტად პერსონალიზებული სტრატეგიები: მაგალითად, YouTube-ის გამოყენება ვიდეოს საშუალებით ემოციური კავშირის დასამყარებლად, ხოლო Discover-ისა და Gmail-ის გამოყენება ინტერესის გასაზრდელად და კონკრეტულ შეთავაზებებთან სამუშაოდ. ასეთი მრავალარხიანი მუშაობა ერთ პლატფორმაზე კამპანიის მართვას გაცილებით ეფექტურს ხდის.

ტექნოლოგიური რევოლუცია: VTC-ზე დაფუძნებული სმარტბიდინგი

მიმდინარე კვარტალში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკური განახლება გახდა View-Through Conversions (VTC)-ზე დაფუძნებული ბიდინგის ოპტიმიზაციის ფუნქციის General Availability-ში გაშვება DV360-ის Demand Gen-სთვის. ადრე, ჩვენ VTC-ს ძირითადად პოსტ-ანალიზისთვის ვიყენებდით, რათა შეგვეფასებინა რეკლამის არაპირდაპირი გავლენა. ახლა ეს მონაცემები რეალურ დროში ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს ეხმარება. 

სისტემა სწავლობს ვიზუალური კონტაქტის მნიშვნელობას. თუ ალგორითმი ხედავს, რომ გარკვეული აუდიტორიის სეგმენტი სავარაუდოდ შეიძენს პროდუქციას ვიდეოს ნახვის შემდეგ, კლიკის გარეშე, იგი ავტომატურად გაზრდის ბიდს ამ მომხმარებლებისთვის. ეს ფუნდამენტურად ცვლის ROI-ის შეფასების მიდგომას. ბრენდებისთვის, რომელთაც ხანგრძლივი გადაწყვეტილების მიღების ციკლი, ან იმპულსური პროდუქტები აქვთ, სადაც ვიზუალები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ასეთი ოპტიმიზაცია განაპირობებს ეფექტიანობის მნიშვნელოვან ზრდას.

VTC ბიდინგის დანერგვა მნიშვნელოვნად აჩქარებს კამპანიების სწავლის პროცესს. არ არის საჭირო კლიკზე დალოდება, სისტემა ანალიზისთვის ათჯერ მეტ სიგნალს იღებს. ეს ფუნქციონალი ამჟამად YouTube-ზე ვრცელდება და მალე გაფართოვდება Discover-ზე, Gmail-სა და Google-ის მთელ კონტექსტუალურ მედიაქსელზე. სპეციალისტისთვის ეს ნიშნავს Line Items-ის პარამეტრებში ატრიბუციის მოდელების გადახედვის აუცილებლობას, კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია VTC-ს გათვალისწინების მქონე მოდელებზე გადასვლა.


გლობალური პლატფორმებისა და cross-channel თრექინგის კონფიგურაცია

2026 წელს Google Marketing Platform-ის გარემოში მუშაობა სპეციალისტისგან არა მხოლოდ სტრატეგიულ ხედვას, არამედ აღსრულების სწორ ტექნიკას მოითხოვს. დღესდღეობით, თითოეულ სოციალურ პლატფორმას CM360-ის მეშვეობით თრექინგის საკუთარი სპეციფიკური მოთხოვნები აქვს და ამ ნიუანსების იგნორირება ბრენდებს ძალიან ძვირი უჯდებათ, ზოგჯერ აუდიტორიის მონაცემების სრული დაკარგვაც კი. 

მაგალითად, ავიღოთ LinkedIn. ამ პლატფორმისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია თეგების სტრუქტურის ადაპტირება სტანდარტული კვადრატული ფრჩხილების ხვეული ფრჩხილებით ჩანაცვლებით. სწორედ ეს უზრუნველყოფს მაკროების სწორ გადაცემას და საშუალებას აძლევს LinkedIn-ის სისტემას “გაეცნოს” Google-ის სკრიპტებს. თუ თეგები ასე არ იქნება გაწერილი, ჩვენებებისა და კლიკის თრექინგი შეიძლება შეფერხდეს. 

Reddit-ის შემთხვევაში კიდევ უფრო მეტ ფოკუსს ვხედავთ მონაცემთა შენახვის ტექნოლოგიაზე.

3rd-party cookies გამოყენებაზე მკაცრი შეზღუდვების პირობებში, რეკლამის ჩვენებასა და კონვერსიას შორის დაკავშირების ერთადერთი სანდო გზა Pattern Match Macros-ის გამოყენებაა. ეს ინსტრუმენტი საშუალებას იძლევა უნიკალური Reddit Click ID-ის გადატანას მთელი გადამისამართების ჯაჭვში პირდაპირ ლენდინგ გვერდზე.

ეს უზრუნველყოფს მონაცემთა უწყვეტობას და საშუალებას აძლევს ატრიბუციის ალგორითმებს, ზუსტად ამოიცნონ მომხმარებელი, მაშინაც კი, თუ მან შესყიდვა განახორციელა რეკლამის ნახვიდან რამდენიმე დღის შემდეგ.

ისეთი პლატფორმებისთვის, როგორებიცაა X (Twitter) და Snapchat, დარგის ექსპერტებმა 2026 წელს მიაღწიეს კონსესუსს დაუმუშავებელი (raw) URL-ების გამოყენებაზე.  ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია მობილური აპლიკაციების ჩაშენებულ ბრაუზერებთან მაქსიმალური თავსებადობის უზრუნველყოფის აუცილებლობით. რთული გადამისამართებების გამოყენება ხშირად იწვევს სესიის შეფერხებას ან UTM თეგების დაკარგვას, ხოლო URL-ის სწორი თრექინგი CM360-თან ერთად უზრუნველყოფს, რომ თითოეული კლიკი სწორად ჩაითვალოს საერთო შედეგების მეტრიკაში. 

ყველა ეს ტექნიკური დეტალი მოსაწყენი რუტინისგან შორს არის. ისინი სწორედ ის საფუძველია, რომელზეც CM360-ში Path to Conversion რეპორტშია აგებული. 2026 წელს ეს რეპორტი ხდება მთავარი ინსტრუმენტი მენეჯმენტთან/კლიენტებთან მედია ბიუჯეტების შესათანხმებლად. ეს ნათლად აჩვენებს არხების ურთიერთქმედებას: როგორ “გამოჩნდა” ბრენდი მოკლე ვიდეოს საშუალებით Snapchat-ზე, როგორ გაზარდა ინტერესი Reddit-ის პოსტმა და როგორ უბიძგა შესყიდვისკენ საძიებო სისტემაში განხორციელებულმა საბოლოო კლიკმა. უწყვეტი ტექნიკური კომუნიკაციის გარეშე, ჩვენ ამ სურათის მხოლოდ გაფანტულ ფრაგმენტებს დავინახავდით, თუმცა CM360-ში სწორად კონფიგურირებული თრექინგის სისტემები საშუალებას გვაძლევს დავინახოთ სრული სურათი,  რაც ადასტურებს სოციალურ მედიაში ჩადებული ბიუჯეტის ფასეულობას.

სიხშირის სტრატეგიული მართვა და მდგრადი ეკოსისტემების შექმნა

GMP-ის სრული ეკოსისტემის გამოყენების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ჩვენებების სიხშირის ცენტრალიზებული მართვის (Frequency Capping) შესაძლებლობა. 2026 წელს, როდესაც მომხმარებელი ყველა მხრიდან რეკლამით არის გარშემორტყმული, გადაჭარბებული ჩვენება რეალურ პრობლემად იქცევა. თუ DV360-ში Demand Gen-ს გაუშვებთ, შეგიძლიათ დააყენოთ ჩვენებების საერთო ლიმიტი თითო მომხმარებელზე, რომელიც ითვალისწინებს ჩვენების სიხშირეს YouTube-ზე, Gmail-ში და პარტნიორ საიტებზე. 

ეს არა მხოლოდ იცავს ბრენდის რეპუტაციას ზედმეტი მომაბეზრებლობისგან, არამედ მნიშნველოვნად აოპტიმიზირებს ბიუჯეტს. ის ბიუჯეტი, რომელიც ადრე ერთი და იგივე ადამიანისთვის მეათე ან მეოცე ჩვენებაზე იხარჯებოდა, ახლა შეიძლება ახალი უნიკალური მომხმარებლების მოსაზიდად იქნას გამოყენებული. მომხმარებლის სრული ეკოსისტემის მართვის ასეთი დაკავშირება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ სრულად მდგრადი სისტემები, სადაც ინვესტიციები ფოკუსირებულია შედეგებზე. თანამედროვე Full-stack სპეციალისტისთვის CM360-ისა და DV360-ის კომბინაცია კამპანიებისა და მონაცემთა მართვის მძლავრი სისტემაა. ჩვენ ინტუიციური გადაწყვეტილებებიდან გადავდივართ აუდიტორიის ჩართულობის ზუსტ, მონაცემებზე დაფუძნებულ (data-driven) მიდგომაზე. განახლებები TikTok-ის სიღრმისეული ინტეგრაციიდან დაწყებული, VTC ოპტიმიზაციამდე, ბაზარზე რეალურ უპირატესობას უზრუნველყოფს, რაც საშუალებას გვაძლევს უკეთ დავინახოთ მომხმარებლის სრული გზა, გავაუმჯობესოთ კამპანიები და უფრო სწრაფად მივაღწიოთ ბიზნეს მიზნებს.

2026 წელს მდგრადი ეკოსისტემის შექმნა პირველ რიგში ნიშნავს Floodlight მონაცემებთან, როგორც ერთიან საფუძველთან, მუშაობას. GMP-ის ფარგლებში აუდიტორიამდე მიღწევის ინსტრუმენტებისა და პერფორმანს ტაქტიკების დაკავშირება საშუალებას გაძლევთ შექმნათ სცენარები, სადაც ყოველი შემდეგი ნაბიჯი ლოგიკურად მიჰყვება წინას. თუ მომხმარებელმა თქვენი ვიდეო უკვე რამდენჯერმე ნახა, სისტემას შეუძლია ავტომატურად გადართოს იგი სხვა ფორმატზე ან შეამციროს ჩვენებების ინტენსივობა, რათა აუდიტორია შეასვენოს. ეს არის ყურადღების ინტელექტუალური მართვა. მაღალკონკურენტულ გარემოში უპირატესობას იღებს ის, ვინც ზუსტად და მონაცემებზე დაფუძნებით მუშაობს.

როგორც Google Marketing Platform-ის ოფიციალური სეილსპარტნიორი ჩვენ გვაქვს გამოცდილება, რომელიც საჭიროა რთული ეკოსისტემების შესაქმნელად და Demand Gen გადაწყვეტილებების მედია სპლიტებში ინტეგრირებისთვის. ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან ყველა ეტაპზე: მიმდინარე პარამეტრების სტრატეგიული აუდიტიდან დაწყებული, Data-Driven მიდგომების საფუძველზე კამპანიების მასშტაბირებით დამთავრებული.

დაგვიკავშირდით კონსულტაციის მისაღებად: hello-gmp@admixeradvertising.com ჩვენ ვუზრუნველვყოფთ თქვენი გუნდის სრულ მხარდაჭერას: კონსულტაციებს, ინდივიდუალური პარამეტრების დაყენებას და გუნდის დატრენინგებას Google Marketing Platform-ის გამოყენებით მაქსიმალური შედეგების მისაღწევად.

Scroll To Top