2025 წელს Google აგრძელებს DV360-ის მასშტაბურ ტრანსფორმაციას, პროგრამატიკული სარეკლამო პლატფორმისა, რომელიც გლობალური ბრენდებისა და სააგენტოებისთვის ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენს. პლატფორმის ამჟამინდელი ალგორითმი ექვს სტრატეგიულ სფეროზეა ფოკუსირებული: ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სამუშაო პროცესის ავტომატიზაცია, ვიდეო კამპანიების დაგეგმვისა და პროგნოზირების შემუშავება, CTV ინვენტარის გაფართოება, YouTube-ისა და DemandGen-ის ახალი შესაძლებლობები, რეპორტისა და Commerce Media-ს გაუმჯობესება. თითოეული ეს ვექტორი მიზნად ისახავს სარეკლამო კამპანიების ROI-ისა და ეფექტურობის გაუმჯობესებას.
AI და ავტომატიზაცია: მასშტაბირების ახალი შესაძლებლობები
2025 წელს Display & Video 360-ში (DV360) ხელოვნური ინტელექტის გაფართოებული გამოყენება არა მხოლოდ ახალი ფუნქციაა, არამედ ფუნდამენტური გადასვლა ავტომატიზირებულ სამუშაო პროცესზე. Google მუშაობს იმაზე, რომ პლატფორმა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი, მოსახერხებელი და ეფექტური გახდეს როგორც გამოცდილი პროფესიონალებისთვის, ასევე დამწყებთათვის.
ამ ცვლილებების ცენტრშია გენერაციული ხელოვნური ინტელექტი (Gen AI), რომელიც ახალი შესაძლებლობების საფუძველი ხდება. ის უზრუნველყოფს პლატფორმასთან ინტუიციურ ურთიერთქმედებას, ეხმარება ახალ მომხმარებლებს უფრო სწრაფად ინტეგრირებაში, მნიშვნელოვნად ამცირებს კონფიგურაციის შეცდომების რაოდენობას და ამცირებს კამპანიების გაშვების დროს. ერთ-ერთი მთავარი ხელსაწყოა AI Support Chat Assistant. ეს არის DV360-ში ინტეგრირებული ინტელექტუალური ჩათბოტი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სწრაფად მიიღონ პასუხები კამპანიებთან, ტექნიკურ პარამეტრებთან და ანგარიშებთან დაკავშირებულ კითხვებზე. იგი ამცირებს მხარდაჭერის გუნდთან დაკავშირების საჭიროებას და ხელს უწყობს გავრცელებული პრობლემების სწრაფად და შეუფერხებლად მოგვარებას.
• კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია Natural Language Search, რომელიც DV360-ის ინტერფეისში ძებნისა და ნავიგაციის საშუალებას იძლევა მშობლიურ ენაზე. მაგალითად, მომხმარებელს შეუძლია შეიყვანოს მოთხოვნა, როგორიცაა “მაჩვენე გასულ კვირას შეჩერებული კამპანიები” ან “იპოვე Line Item-ები, რომლებსაც არ აქვთ დამატებული კრეატივები”, და სისტემა სწრაფად აჩვენებს შესაბამის მონაცემებს. ეს მნიშვნელოვნად ზრდის პროდუქტიულობას და ამარტივებს ყოველდღიურ ამოცანებს, განსაკუთრებით სარეკლამო ექაუნთის რთულ სტრუქტურებში.
• არანაკლებ რევოლუციურია LLM Report Builder, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მარტივად შექმნას ანგარიშები საკუთარ ენაზე შეყვანილი ინფორმაციით. ეს ფუნქციონალი ამარტივებს საჭირო მონაცემების მიღებას. მომხმარებლები უბრალოდ წერენ რა სჭირდებათ, ხოლო სისტემა წამებში ქმნის შესაბამის რეპორტს. Google-ის Gemini მოდელზე დაფუძნებული მექანიზმი მოთხოვნას ავტომატურად გარდაქმნის შესაბამის ანალიტიკურ ცხრილებად და გრაფიკებად.
• Targeting Templates ფუნქცია გახდება საკვანძო ინსტრუმენტი სააგენტოებისა და დიდი გუნდებისთვის. იგი საშუალებას გაძლევთ შეინახოთ თარგეთირებისა და ინვენტარიზაციის პარამეტრები შაბლონების სახით, რომელთა ხელახლა გამოყენება შესაძლებელია ახალი კამპანიებისთვის. ეს არა მხოლოდ დროს ზოგავს, არამედ გუნდის მუშაობის უნიფიცირებასაც ახდენს, რაც ყველა კამპანიაში ერთიანი სტანდარტების დაცვას უზრუნველყოფს.
ინოვაციური მიდგომები დაგეგმვასა და შედეგების პროგნოზირებაში
2025 წელს დაგეგმვისა დაშედეგების პროგნოზირების განახლება Display & Video 360-ისთვის მნიშვნელოვან მიმართულებად იქცა, რადგან მთელი სარეკლამო კამპანიის წარმატება დაგეგმვის სიზუსტეზეა დამოკიდებული. Google დიდ ყურადღებას აქცევს DV360-ის Planning Tool-ის გაუმჯობესებას, მის უფრო ინფორმაციულ, მოქნილ და ინტეგრირებულ ინსტრუმენტადგარდასაქმნელად.
• საკვანძო განახლება გახდა დაგეგმვის ფუნქციონალში რეკლამის ახალი ფორმატების დამატება. კერძოდ, DV360 ახლა მოიცავს YouTube Shorts-ის და Non-Skippable in-stream 15s/20s/30s ვიდეოების მხარდაჭერას. ეს საშუალებას აძლევს ედვერთაიზერებს, თავიანთ სტრატეგიებში ჩართონ თანამედროვე ვიდეო ფორმატები, რომლებიც კონტენტის მოხმარების მიმდინარე ჩვევებს შეესაბამება. ამ ფორმატების წინასწარ დაგეგმვა უზრუნველყოფს ერთიანობას მედიაგეგმირებასა და შეძენის პროცესს შორის, რაც ერთ-ერთ მთავარ საჭიროებას წარმოადგენდა.
• კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა აუდიტორიის პროგნოზირების ფუნქციონალის გაფართოება. 2025 წელს DV360-ს ექნება Demand Gen-ისთვის პროგნოზირების შესაძლებლობა – კამპანიების ტიპისთვის, რომელიც YouTube-ის (მათ შორის Shorts-ის), Google Video Partners-ის, Discovery-ის და Gmail-ის ინვენტარს აერთიანებს. ეს ედვერთაიზერებს საშუალებას მისცემს, კამპანიის მომზადების ეტაპზე ნათლად გაიგონ აუდიტორიის პოტენციური მოცულობა, ჩვენებების სიხშირე და სხვა ძირითადი პარამეტრები, რაც უფრო ინფორმირებული მედია გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს.
CTV-ის, როგორც პერფორმანსზე ორიენტირებული სარეკლამო არხის გაძლიერება
2025 წელს Display & Video 360 აგრძელებს Connected TV-ის (CTV) მიმართულების ინტენსიურად განვითარებას, ტრადიციული მარკეტინგიდან პერფორმანს მარკეტინგის სრულფასოვან ინსტრუმენტად მისი გარდაქმნით. ამ ტრანსფორმაციის ცენტრშია მოქნილი შესყიდვების მექანიზმის შექმნა, გაფართოებული ინვენტარი, გაუმჯობესებული ანალიტიკა და სხვა ციფრულ ფორმატებთან უფრო სიღრმისეული ინტეგრაცია.
Google ინვესტირებას დებს პროგრამატიკული ეკოსისტემის მეშვეობით CTV ინვენტარის შესყიდვების გაუმჯობესებაში. ერთ-ერთი მთავარი ინოვაციაა ბიდინგის ახალი ტიპები — კერძოდ attention-based bidding და conversion-optimized bidding. პირველი საშუალებას გაძლევთ, გაითვალისწინოთ მომხმარებლის ყურადღების დონე კონტენტის მიმართ, როგორც ფაქტორი ბიდინგის არჩევისას, ხოლო მეორე ორიენტირებულია კონვერსიების მაქსიმალური რაოდენობის მიღწევაზე ოპტიმალურ ფასად. ეს ახალ შესაძლებლობებს უხსნის ბრენდებს, რომლებიც დიდ ეკრანებზე ვიდეო რეკლამირების გზით კონკრეტული ბიზნეს შედეგების მიღწევას ცდილობენ.
გამოჩნდა 30-წამიანი non-skip ვიდეოების გაშვების საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ბეტა ოფცია, რომელთა ტრეფიკი ძირითადად CTV-ზე იქნება წარმოდგენილი open auction-ისთვის.

YouTube-ს შესაძლებლობების გაფართოება და Demand Gen
YouTube კვლავ რჩება DV360-ის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნაწილად. 2025 წელს პლატფორმა ყურადღებას გაამახვილებს პრემიუმ ინვენტარის მხარდაჭერაზე, მოლაპარაკებების გარეშე სწრაფ დაჯავშნაზე (Instant Deals) ისეთი ფორმატების მხარდაჭერით, როგორიცაა non-skippable reach: 15 sec. / 30 sec. CTV-სთვის განკუთვნილ ვიდეოებში QR კოდის დამატების შესაძლებლობით.


ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განახლებაა Video Action კამპანიების DemandGen-ის ტიპის კამპანიებში ინტეგრაცია. აღსანიშნავია ისიც, რომ DemandGen-ის ტიპის კამპანიების მნიშვნელოვანი უპირატესობა არის შესაძლებლობა, შეიქმნას lookalike აუდიტორიები, რაც საშუალებას იძლევა ისეთი მომხმარებლების პოვნის, რომლებიც გავს უკვე არსებულ აუდიტორიას და უკვე ინტერაქციაში არიან ბრენდთან.
აამ ცვლილებების ფარგლებში, Google ახორციელებს მხარდაჭერას უკვე ნაცნობი ფუნქციონალებისთვის, მათ შორის: Combined Audiences, Customer Match, ბიუჯეტის ავტომატური ოპტიმიზაციისთვის და გაფართოებული ატრიბუციისთვის. ამავდროულად, კამპანიების ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად დამატებულია ორი ახალი ფუნქციონალი. პირველი რიგში, View-through conversion bidding არის სტრატეგია, რომელიც საშუალებას იძლევა ოპტიმიზაცია მოხდეს იმ კონვერსიებზე, რომლებიც განხორციელდა რეკლამის ნახვის შემდეგ, თუმცა კლიკის გარეშე. მეორე – Shareable previews for YouTube არის ახალი ფუნქციონალი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა კრეატივის დათვალიერების და დადასტურების იმ ფორმატში, რომელიც მაქსიმალურად უახლოვდება რეკლამის საბოლოო სახეს პლატფორმაზე, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს კრეატივის დადასტურების პროცესს გუნდებსა და პარტნიორებს შორის.
რეპორტინგი და გაზომვადი შედეგები: გამჭვირვალობა და სრული მარკეტინგული funnel
Google აქტიურად ავითარებს Commerce Media-ს მიმართულებას. უკვე 2025 წლის პირველ ნახევარში DV360 ბრენდებს აძლევს წვდომას რითეილერებისა და სავაჭრო პარტნიორების ინვენტარზე, რაც მათ საშუალებას მისცემს, გაზომონ რეკლამის ეფექტიანობა ცალკეული პროდუქტის (SKU) დონეზე. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა იმ რითეილერებისა და ელ.კომერციის ბიზნესებისთვის, რომლებსაც აქვთ ბევრი პროდუქტი და ცდილობენ რეკლამის ოპტიმიზაციას არა მხოლოდ კამპანიის დონეზე, არამედ კატალოგის თითოეული ერთეულისთვის.
DV360-ში Commerce Audiences-ის ხელმისაწვდომობა ბრენდებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ first-party data უფრო ეფექტური სარეკლამო კამპანიების შესაქმნელად. ამ გადაწყვეტის წყალობით, ბრენდებს შეუძლიათ პირდაპირ DV360-ში წვდომა მიიღონ წამყვანი სავაჭრო პარტნიორების მიერ შექმნილ მზა აუდიტორიის სეგმენტებზე.
გაზომვადობის განახლებები მოიცავს გაუმჯობესებულ რეპორტინგს, Brand Lift-ს პერსონალიზებული კითხვებით, Reach ანალიზს A/B ტესტირებებში და Enhanced Conversions-ს, რაც first-party მონაცემების Google-ის მომხმარების მონაცემებთან დაკავშირების საშუალებას იძლევა, მონაცემთა კონფიდენციალურობის უზრუნველყოფით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო Instant Reporting-ის გაუმჯობესებას: ახლა ინტერფეისი უფრო მოქნილი იქნება, შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე ელემენტის რედაქტირება და პირდაპირი ექსპორტი Google Sheets-ში.
DV360 Roadmap 2025 ადასტურებს Google-ის კურსს პლატფორმის მასშტაბური ტრანსფორმაციისკენ, რომელიც ორიენტირებულია ეფექტურობაზე, ავტომატიზაციასა და გამჭვირვალობაზე. ედვერთაიზერები იღებენ არა მხოლოდ ახალ ფუნქციონალს, არამედ ფუნდამენტურ ცვლილებებს მედიის აქტივაციასთან, სამუშაო პროცესების ავტომატიზაციასა და გაზომვადობასთან მიმართებაში.
როგორც EMEA რეგიონში Google Marketing Platform-ის ოფიციალური პარტნიორი, კომპანია Admixer Advertising მზადაა დაგეხმაროთ ამ ახალი შესაძლებლობების დანერგვაში, DV360-ში DemandGen კამპანიების გაშვებასა და ახალი ტიპის აუდიტორიების გამოყენებაში. DV360-თან მუშაობის ყველა ეტაპზე რჩევისა და მხარდაჭერისთვის დაგვიკავშირდით მეილზე: hello-gmp@admixeradvertising.com.
