დიჯითალ სიახლეები: ინსაითები, პროდუქტის განახლებები და სიახლეები
მიიღეთ უახლესი ინფორმაცია ინტერნეტ რეკლამის სამყაროს შესახებ
გაფილტვრა:
პროდუქტები: ქვეყნები: რეკლამის ტიპები: ყველაფრის წაშლა
გაფილტვრა
Home / Google / DV360-ის გზამკვლევი 2025: გაზარდეთ რიჩი , პერფორმანსი, ეფექტურობა

DV360-ის გზამკვლევი 2025: გაზარდეთ რიჩი , პერფორმანსი, ეფექტურობა

DV360-ის გზამკვლევი 2025: გაზარდეთ რიჩი , პერფორმანსი, ეფექტურობა

Display & Video 360 თანდათან იმკვიდრებს თავს, როგორც დღევანდელი მარკეტოლოგების წამყვანი DSP. ის აღარ არის მხოლოდ პლატფორმა ინვენტარის შესაძენად, არამედ სრულფასოვანი ეკოსისტემა, რომელიც გეხმარებათ სამი ძირითადი ამოცანის გადაჭრაში: სხვადასხვა არხებით აუდიტორიასთან ხანგრძლივი კავშირების დამყარება, რეალური ბიზნეს შედეგების მიღწევა პროქსი-მეტრიკის გარეშე და ოპერაციული ხარჯების შემცირება ავტომატიზაციისა და პროგნოზირებადი მოდელირების საშუალებით. 

დღევანდელი ბაზარი მოითხოვს ბევრად მეტს, ვიდრე უბრალოდ ინვენტარით უზრუნველტოფას, საჭიროა პლატფორმა, რომელიც გაერთიანებს მონაცემებს, მართავს ჩვენების სიხშირეს, აფასებს რეალურ გავლენას გაყიდვებზე და უზრუნველყოფს ბრენდის ხილვადობას მეტნაკლებად დაყოფილ მედიასივრცეში.  სწორედ ამ როლს ასრულებს DV360, რომელიც ხდება “ერთიანი სისტემა” awareness და performance სტრატეგიებისთვის.

2025 წელს პროდუქტის განახლება ოთხ სტრატეგიულ მიმართულებაზეა ფოკუსირებული:

  •  AI-ზე დაფუძნებული სამუშაო პროცესების განვითარება, ხელით შესასრულებელი დავალებების მინიმიზაცია შეცდომების თავიდან ასაცილებლად 
  • Connected TV (CTV) და ახალი ფორმატების მასშტაბირება – აუდიო და DOOH ფორმატების ჩათვლით 
  • აუდიტორიის სტრატეგიების და ბიდინგის შესაძლებლობების გაძლიერება – ეფექტურობისა და გავლენის მაქსიმიზაციისთვის 
  • რეპორტინგისა და მეტრიკების დონის გაუმჯობესება რეალური ROI–ის მართვისთვის, სრული გამჭვირვალობით 

CTV-ის ძირითადი განახლებები

DV360-ში CTV ეკოსისტემა ერთდროულად რამდენიმე პრაქტიკულ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან განახლებას იღებს. ერთ-ერთი მთავარი განახლებაა Creative API-ის SSP პარტნიორებთან, მათ შორის Netflix-სა და FreeWheel-თან ინტეგრაცია. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს კრეატივების წინასწარ შემოწმებას: სისტემა წინასწარ განსაზღვრავს, აკმაყოფილებს თუ არა კრეატივი ფაბლიშერის მოთხოვნებს, რაც ამცირებს დადასტურების დროსა და უარყოფის რისკს.

Open Beta ვერსიაში მალე ხელმისაწვდომი იქნება ახალი Max Reach სტრატეგია, რომელიც შექმნილია კლასიკური გამოწვევის გადასაჭრელად: მაქსიმალური აუდიტორიის მიღწევა ფიქსირებული ბიუჯეტის ფარგლებში. ალგორითმი ცდილობს მესიჯის ჩვენებას რაც შეიძლება მეტი უნიკალური მომხმარებლისთვის.

განახლება მოიცავს ედვერთაიზერის დონეზე  frequency capping-ს, რომელიც ხელს უშლის ერთი და იგივე აუდიტორიისთვის განმეორებით ჩვენებას, მაშინაც კი, თუ იგი კვეთს სხვადასხვა კამპანიის IO-ს და Line Item-ს. ფუნქცია ასევე ხელმისაწვდომი იქნება Open Beta ვერსიის ტესტირებისთვის. 

მორიგი მნიშვნელოვანი სიახლე არის Target DV360 curated CTV auction inventory-ის curated პაკეტის “ერთი დაწკაპუნებით” გააქტიურება: არ არის საჭირო ათობით წყაროს ხელით შეგროვება – სისტემა აკავშირებს დამოწმებული ფაბლიშერების  მზა bundle-ს. 

მნიშვნელოვანი ტექნიკური განახლებები ასევე მოიცავს იმ მომხმარებლებისcross-device deduplication-ს , რომლებსაც ჰქონდათ ინტერაქცია  Connected TV-ზე რეკლამებთანდა CTV სიგნალებზე დაყრდნობით ბიდინგის ოპტიმიზაციას.

დაგეგმვა და აუდიტორიები: რიჩიდან  კონვერსიებამდე

DV360-ს თანმიმდევრულად გადააქვს დაგეგმვა პერფორმანსისკენ. Reach Planner-ს უკვე აქვს ნახვებისა და კონვერტაციის პროგნოზები YouTube-ისთვის და შემდეგ ეს RTB ინვენტარზეც ვრცელდება. ახლა თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მედია გეგმა, გაშვებამდეც კი, იმის გაგებით, თუ რამდენ მიზნობრივ მოქმედებას მოიტანს თქვენი კონფიგურაცია.

DV360-ის ინტერფეისი საშუალებას გაძლევთ მოქნილად მართოთ მეტრიკები: სვეტების კონსტრუქტორის მეშვეობით შეგიძლიათ სწრაფად შექმნათ საჭირო KPI-ები და ნახოთ თითოეული ფორმატის წვლილი აუდიტორიის, ჩვენებების, კონვერსიების და სხვა ინდიკატორების პროგნოზში.

აუდიტორიის დაგეგმვის ახალი ლოგიკა: Audience Persona და AI-ის როლი

Generative AI აუდიტორიის სტრატეგიების ფორმირების ეფექტურ ასისტენტად იქცევა Audience Persona ფუნქციის წყალობით.

Audience Persona ეხმარება სააგენტოებსა და ედვერთაიზერებს ათასობით აუდიტორიის სიაში ნავიგაციაში, მაღალი პოტენციალის მქონე სეგმენტების პოვნასა და აუდიტორიის გაფართოებაში, ხარისხის დაკარგვის გარეშე. ამავდროულად, AI არ ანაცვლებს ადამიანის შესაძლებლობებს: ედვერთაიზერს შეუძლია შემოთავაზების  კორექტირება და სტრატეგიის სრულად კონტროლირება.

YouTube და Demand Gen: მეტი მოქნილობა იქ, სადაც მნიშვნელოვანია

DV360-ში YouTube-ის ეკოსისტემა მნიშვნელოვნად უფრო მოქნილი ხდება ახალი YouTube non-skip reach line item-ის დანერგვით, რომელიც საშუალებას გაძლევთ გააერთიანოთ 30-წამიანი non-skippable რეკლამები (15-30 წამი) და bumper რეკლამები (6 წამი) ერთ ფლეისმენთში ეს ქმნის უნიკალურ მომხმარლამდე მაქსიმალური მიღწევის ახალ შესაძლებლობებს და იძლევა საშუალებას მართოთ სამიზნე სიხშირე Shorts-ის, in-feed და in-stream რეკლამების კომბინირებით.

Insertion Order–ის დონეზე, DV360 ახლა საშუალებას აძლევს ოპტიმიზაცია გაუკეთოთ deduplicated reach–სა და frequency-controlled reach–ს YouTube–ის ყველა ფორმატში.  ეს ხელს უწყობს ერთი და იგივე მომხმარებლისთვის განმეორებითი ჩვენებების თავიდან აცილებას და ბიუჯეტის დაზოგვას.

AI Workflow: : ნაკლები ხელით მუშაობა, მეტი ავტომატიზაცია

DV360-ში ავტომატიზაცია ახალ დონეზე ადის და პირდაპირ გავლენას ახდენს გუნდების მუშაობის სიჩქარესა და ხარისხზე.თარგეთირების  შაბლონები, რომლებიც ახლა ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია, სტანდარტიზაციის ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენს. ეს ედვერთაიზერების  დონეზე პარამეტრების მრავალჯერადი გამოყენების ნაკრებებია, რომელთა გამოყენება შესაძლებელია როგორც ახალი, ასევე არსებული line items-ებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებელია შაბლონებში ცვლილებების სინქრონიზაცია, რაც მთელი გუნდისთვის ერთიან ოპერაციულ სტანდარტს უზრუნველყოფს.

DV360-ის გზამკვლევი 2025: გაზარდეთ რიჩი , პერფორმანსი, ეფექტურობა

შემდეგი კომპონენტია AI Support Assistant, რომელიც დატრენინგებულია Help Center-ის კონტენტზე. უახლოეს თვეებში ის მედია სპეციალისტის მთავარი ასისტენტი გახდება: უპასუხებს ანგარიშების შესახებ ძირითად კითხვებს, დაეხმარება უარყოფილ კრეატივებთან დაკავშირებულ საკითხებს და დააჩქარებს დოკუმენტაციის ძიებას.

AI Search: პლატფორმაში ნავიგაციის ახალი გზა

AI Search ფუნქცია DV360-ში ნავიგაციის ტრადიციულ წესს ცვლის. ახლა დაგჭირდებათ მხოლოდ მოთხოვნის აკრეფა, მაგალითად, “მაჩვენე ყველა კამპანია, რომლის CTV და CPM $10-ზე ნაკლებია”  და სისტემა ავტომატურად იპოვის თქვენთვის საჭირო კამპანიებს, პარამეტრებსა და მეტრიკებს. შედეგების ექსპორტი შესაძლებელია ოფლაინ ანალიზისთვის ან თქვენს გუნდში გაზიარებისთვის. ფუნქცია ამჟამად ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე, მაგრამ ის პლატფორმას უკვე ბევრად უფრო ინტუიციურს ხდის ახალი მომხმარებლებისთვის.

დასკვნა: DV360 ციფრული რეკლამის ეფექტურობის ახალ სტანდარტს აწესებს

DV360 ქმნის ერთიან ოპერაციულ სტანდარტს გუნდებისთვის, რომელთათვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მასშტაბის, ხარისხისა და სიჩქარის მართვა დინამიურ ციფრულ ეკოსისტემაში. პლატფორმა აერთიანებს ავტომატიზაციას, AI მოდელებს, აუდიტორიის სტრატეგიებსა და სიღრმისეულ ინტეგრაციას მრავალარხიან ინვენტართან, რაც უზრუნველყოფს კამპანიების შედეგიანობას გამჭვირვალობის, პროგნოზირებადობისა და ზუსტი კონტროლის გზით ყოველი ნაბიჯის განმავლობაში.

ახალი სტრუქტურირებით, DV360 გუნდებისთვის მნიშვნელოვნად ამცირებს ოპერაციულ დატვირთვას და მათ საშუალებას აძლევს, სტრატეგიულ ამოცანებზე გაამახვილონ ყურადღება, როგორებიცაა ბიზნეს შედეგების მიღწევა, მონაცემებთან მუშაობა და აუდიტორიასთან კომუნიკაციის ხარისხი. მარკეტოლოგებისთვის ეს ნიშნავს კამპანიების უფრო სწრაფად მასშტაბირების, უფრო თავდაჯერებული გადაწყვეტილებების მიღებისა და რეალური ROI-ის მიღწევას, არამხოლოდ ფორმალური მეტრიკების შესრულებას..

DV360-ის ახალ შესაძლებლობებზე სრულად წვდომისა და თქვენი კამპანიების ოპტიმიზაციისთვის რეკომენდაციების მისაღებად, დაგვიკავშირდით ჩვენ, Google Marketing Platform-ის ოფიციალურ Sales Partner-ს 2016 წლიდან: hello-gmp@admixeradvertising.com

Scroll To Top