დიჯითალ სიახლეები: ინსაითები, პროდუქტის განახლებები და სიახლეები
მიიღეთ უახლესი ინფორმაცია ინტერნეტ რეკლამის სამყაროს შესახებ
გაფილტვრა:
პროდუქტები: ქვეყნები: რეკლამის ტიპები: ყველაფრის წაშლა
გაფილტვრა
Home / ლოკალური პროდუქტები / ყველაფერი, რაც Video SSP-ს შესახებ უნდა იცოდეთ

ყველაფერი, რაც Video SSP-ს შესახებ უნდა იცოდეთ

დღეს ინფორმაციული ხმაურის გარღვევა და მომხმარებლებთან პირდაპირ დაკავშირება მარკეტერებისთვის საკმაოდ რთულია. ამის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ადამიანებმა ნაცნობი სტილის ონლაინ ბანერების დაიგნორება დაიწყეს; როდესაც სტანდარტულ რეკლამები ხვდებათ, ყურადღებას საერთოდ აღარ აქცევენ.

2020 წელს full-screen და პატარა ზომის ბანერების eCPM- ებმა საგრძნობლად დაიკლო. სამწუხაროდ, მომხმარებელთა ქცევის ცვლილება ცუდად აისახება ვებგვერდებისა და აპლიკაციების მონეტიზაციაზე, მაგრამ ფაბლიშერებს საინტერესო გამოწვევის წინაშე აყენებს. მათ აუდიტორიის ყურადღებისთვის დაუვიწყარი და დასამახსოვრებელი სარეკლამო ფორმატები უნდა შექმნან.

ᲕᲘᲓᲔᲝ ᲠᲔᲙᲚᲐᲛᲐ

Microsoft-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თანამედროვე ადამიანის ყურადღების ხანგრძლივობა 8 წამია. თუ მომხმარებელს გასართობი კონტენტი მყისიერად არ ჩაითრევს, ის ინტერესს დაკარგავს. სწორედ ამ მიზეზით, ყველაზე პოპულარულ სარეკლამო ფორმატად ვიდეო იქცა.

როგორც აღმოჩნდა, ადამიანს ვიდეოს შინაარსის 95% ამახსოვრდება, კითხვის დროს კი მაჩვენებელი 10%-ია. ახალგაზრდა თაობას პროდუქტის აღწერის ან სტატიის კითხვას ინფორმაციული ვიდეოს ყურება ურჩევნია. სწორედ ამიტომ, ვიდეო რეკლამები წარმატებას სწრაფად აღწევენ და მაღალი კონვერსიით ხასიათდებიან.


ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐᲢᲘᲙᲣᲚᲘ ᲕᲘᲓᲔᲝᲡ ᲔᲕᲝᲚᲣᲪᲘᲐ

ადრე მედიის მფლობელებს ვიდეოების სარეკლამო ქსელში ჩართვა სჭირდებოდათ, რომ ფაბლიშერებისთვის ამ სახის ინვენტარი შეეთავაზებინათ. ამასთან, სარეკლამო ქსელებს მასშტაბის პრობლემა ჰქონდათ და მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ჩვენება შეეძლოთ. ამის ფონზე, ყველაზე ლოგიკური ნაბიჯი, უფრო დახვეწილი ვიდეო პლატფორმების გაჩენა იყო. სწორედ ვიდეო SSP– ებმა ჩამოაყალიბეს აუქციონის ბაზარი ვიდეო ინვენტარისთვის და დააპატარავეს მიწოდების ჯაჭვი ედვერთაიზერებთან.

რა არის ვიდეო  SSP?

Video SSP ვიდეო რეკლამების ინვენტარის პროგრამულად გაყიდვის ინსტრუმენტია. ეს შეიძლება იყოს დამოუკიდებელი პლატფორმა, რომელიც მხოლოდ ვიდეო რეკლამებზეა ფოკუსირებული ან SSP– ის განყოფილება.

SSP საშუალებას გაძლევთ მარტივად მართოთ ვიდეო რეკლამა და დააყენოთ ის სხვადასხვა ფორმატში. ვიდეო SSP გამომცემლებისთვის მრავალფეროვანი მოთხოვნის წყაროების უზრუნველსაყოფადაც გამოიყენება და მედიის მფლობელები უფრო მეტ შეთავაზებასა და შთაბეჭდილებას იღებენ. ამასთანავე, მისი საშუალებით, აუდიტორიის განსაზღვრა, ვიწრო სეგმენტთან ვაჭრობა და სხვა მომსახურებების მიღებაც შეიძლება.

ᲕᲘᲓᲔᲝ SSP-Ს ᲛᲐᲮᲐᲡᲘᲐᲗᲔᲑᲚᲔᲑᲘ

ᲛᲠᲐᲕᲐᲚᲘ ᲞᲚᲐᲢᲤᲝᲠᲛᲐ ᲓᲐ ᲤᲝᲠᲛᲐᲢᲘ

სანდო ვიდეო SSP– ს რეკლამირებისთვის ყველა ტიპის პლატფორმაზე უნდა ჰქონდეს წვდომა. ეს მოიცავს მობილურ და დესკტოპ საიტებს, პროგრამებს, თამაშებსა და პირდაპირ სატელევიზიო ქსელს.

გარდა ამისა, SSP უნდა ჰქონდეს ამ ფორმატების მხარდაჭერა: pre-rolls, midrolls, post-rolls და overlays.

ᲕᲘᲓᲔᲝ ᲞᲚᲔᲔᲠᲘ

ზოგიერთი SSP ფაბლიშერებს ნეითივ ფლეიერს სთავაზობს, რომელშიც ვიდეო რეკლამების გაშვება შეიძლება. ბაზარზე უამრავი საშუალებაა, რომ ფუნქციური უზრუნველყოფა მოხერხდეს, მაგრამ ნეითივ ფლეიერები ყველაზე პრაქტიკული არჩევანია, რადგან სწორედ ამ კრეატიულ ინტეგრაციას უზრუნველყოფს.

Admixer SSP- ერთერთი ვიდეო პლატფორმა – Player.best აქვს. Player.best აგებულია 3 ძირითად საყრდენზე: საუკეთესო HTML5 ვიდეო / აუდიო პლეერი, ვიდეო კონტენტის ჰოსტინგის სერვისი და მონეტიზების ინსტრუმენტები.

ᲕᲘᲓᲔᲝᲡ  HEADER BIDDING

Header bidding პროგრამატიკული ყიდვის მეთოდია, რომელიც ფაბლიშერებს სხვადასხვა წყაროდან მრავალი შეთავაზების ერთდროულად შეგროვების საშუალებას აძლევს. ისინი Header bidding-ის დროს თითოეულ პარტნიორთან ცალკეულ აუქციონს აღარ მართავენ და სარეკლამო სერვერზე ერთდროულად განათავსებენ ბიდებს.

აუქციონის ეს მექანიზმი სპეციალური ხელსაწყოს header wrapper-ის საშუალებით ხორციელდება. ის ვებგვერდის კოდშია გაწერილი. სწორედ ეს აჩქარებს რეკლამირების პროცესს და ამარტივებს ვიდეო ფაბლიშერების მოთხოვნის მართვას.

გარდა ამისა, header bidding ტექნოლოგია აწესრიგებს და ადგენს RTB აუქციონის ვადების შეჩერების წესებს დააგროვებს მრავალჯერად სატენდერო მონაცემებს.

VAST ᲓᲐ VPAID ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲐ

რამდენიმე წლის წინ, ედვერთაიზერს, რომელსაც სურდა ვიდეო ფორმატში რეკლამის ჩვენება, უნდა შეემოწმებინა პროტოკოლი და ფაბლიშერის ფლეიერი. მას შემდეგ სარეკლამო ინდუსტრია ძალიან განვითარდა და ახალი სტანდარტები დანერგა.

VAST

ინტერაქტიული რეკლამის ბიურომ (IAB) ვიდეო რეკლამების ერთიანი პროტოკოლი – Video ad-serving template (VAST) შეიმუშავა, რითიც რთული და შრომატევადი სინქრონიზაციის პრობლემა გადაჭრა. VAST მარტივი ვიდეო ფორმატების მხარდაჭერა აქვს, შესაბამისად, მომხმარებლის ინტერაქცია არ ხდება.

VPAID

IAB– მა დანერგა Video Player Ad Interface Definition (VPAID), საერთო საკომუნიკაციო პროტოკოლი ვიდეო ფლეიერებსა და სარეკლამო განყოფილებებისთვის. სწორედ აქ რეგულირდება ინტერაქტიული სარეკლამო რგოლების ფორმატები.

Scroll To Top