დიჯითალ სიახლეები: ინსაითები, პროდუქტის განახლებები და სიახლეები
მიიღეთ უახლესი ინფორმაცია ინტერნეტ რეკლამის სამყაროს შესახებ
გაფილტვრა:
პროდუქტები: ქვეყნები: რეკლამის ტიპები: ყველაფრის წაშლა
გაფილტვრა
Home / მთავარი / ინტერვიუ: ციფრული მარკეტინგის ტენდენციების და ინსტრუმენტების შესწავლა

ინტერვიუ: ციფრული მარკეტინგის ტენდენციების და ინსტრუმენტების შესწავლა

marketing trends

წელს, Admixer Advertising-ის ექსპერტთა გუნდი ქართულ სატელევიზიო ბიზნეს გადაცემაში, სახელწოდებით Business Partner წარდგება, რათა ფართო აუდიტირიას ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა თემებზე მიაწოდოს ინფორმაცია. პროგრამა მიზნად ისახავს ციფრულ მარკეტინგულ სამყაროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ცნობების მიწოდებას, რომელიც მარკეტინგული საქმიანობის გასაუმჯებესებლად უახლეს ტენდენციებს, აუცილებელ ინსტრუმენტებს და ეფექტურ სტრატეგიებს მოიცავს.

15 ეპიზოდის განმავლობაში მაყურებლებს ინდუსტრიის ექსპერტებიგან, მარკეტინგის კრიტიკული საკითხების განხივლისა და გაანალიზების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ამ საინტერესო მოგზაურობის დასაწყებად ჩვენმა მარკეტინგისა და სტრატეგიის მთავარმა ოფიცერმა, ირინა ოვერკომ, ექსკლუზიური ინტერვიუ შემოგვთავაზა.

მოხარული ვართ გაგიზიაროთ ირინა ოვერკოს უნიკალური ხედვა განვითარებადი მარკეტინგული გარემოს, უახლესი მიდგომების და არსებითი ტაქტიკების შესახებ, რომელიც ყველა მარკეტერმა უნდა იცოდეს. ერთად აღმოვაჩინოთ 2023 წლის ციფრული მარკეტინგი და გამოვიკვლიოთ მისი უსაზღვრო შესაძლებლობები.

რა არის ბიზნესისთვის ციფრული მარკეტინგის სტრატეგიების დანერგვის ძირითადი სარგებელი?

პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა ციფრული და ტრადიციული მარკეტინგის ინტეგრაციას. მიუხედავად ციფრული არხების მრავალფეროვნებისა, მარკეტინგის ძირითადი პრინციპები მსგავსია. მარკეტინგის მიზანია მომხმარებლებთან დაკავშირება, პოტენციურ აუდიტორიამდე პროდუქტის ღირებულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კომპანიის განსაზღვრული მიზნების მიღეწვა.

ციფრული მარკეტინგი ბევრ უპირატესობას სთავაზობს ბიზნესს, განსაკუთრებით ციფრული მედიის არხების ფართო გამოყენების თვალსაზრისით. მარკეტერებს შეუძლიათ რეკლამა ვებგვერდებზე, აპლიკაციებში და ისეთ პლატფორმებზე განათავსონ, როგორიცაა Google, Meta და Connected TV.

ციფრული მარკეტინგის კონკრეტული სარგებელი ბიზნესის ინდივიდუალურ მიზნებზეა დამოკიდებული. ციფრული მარკეტინგი უპირატესობების ფართო სპექტრით გამოირჩევა, მაგალითად: იგი უზრუნველყოფს ფართო წვდომას, რაც საშუალებას გაძლევთ დაფაროთ მასშტაბური ან სპეციფიკური აუდიტორია. გარდა ამისა ციფრული მედია სხვადასხვა ფორმატებს გთავაზობთ, როგორიცაა ვიდეო, ბანერი, საძიებო სისტემის მარკეტინგი, აუდიო რეკლამა, კონტენტ მარკეტინგი და მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი.

ამასთანავე, ციფრული მარკეტინგი სხვადასხვა მოწყობილობებზე ვრცელდება, მათ შორის პერსონალურ კომპიუტერებზე, სმარტფონებზე, ტელევიზორებსა და სათამაშო კონსოლებზე.

ციფრული მარკეტინგის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი მარკეტინგული სტრატეგიების ნავიგაციისას მისი მრავალმხრივი ბუნებაა. არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა არის თქვენი მიზანი: ბრენდის ცნობადობის ამაღლება, ყურადღების მიპყრობა, გადაწყვეტილების მიღების ხელმძღვანელობა თუ დაუყოვნებელი ქმედებისკენ მოწოდება – ციფრული მარკეტინგი თქვენი მიზნების შესაბამისად სხვადასხვა ფორმატებსა და თარგეტირების შესაძლებლობებს გთავაზობთ.

მათთვის ვინც ბრენდის ჩამოყალიბებაზე არის კონცენტრირებული, ამ შემთხვევაში ბანერისა და ვიდეო ფორმატების გამოყენება ეფექტური იქნება. ხოლო თუკი თქვენი მიზანი მოგების მიღება და Direct-Response კამპანიის მაჩვენებლის გაუმჯობესებაა, შეგიძლიათ ჩანაფიქრი საძიებო სისტემების მარკეტინგის დახმარებით განახორციელოთ, ან თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყო მაგალითად როგორიცაა: Metas Discovery Commerce და სხვა სტრატეგიები გამოიყენოთ.

შეგიძლიათ ახსნათ პროგრამატიკული რეკლამის უახლესი ტენდენციები და მისი უპირატესობები?

პროგრამატიკული რეკლამა დაარსების დღიდან მნიშვნელოვნად განვითარდა. იგი თავიდან ნარჩენი ინვენტარის დაბალ ფასად შეძენის საშუალებას წარმოადგენდა, მაგრამ დღეს პროგრამატიკული რეკლამის ეკოსისტემა საგრძნობლად გაფართოვდა. პროგრამატიკული სარეკლამო სისტემა სარეკლამო ბიზნესში ჩართულ მრავალ მოთამაშეს აერთიანებს და სხვადასხვა ინოვაციურ ტექნოლოგიებს, სერვისებს მოიცავს რაც ციფრული მარკეტინგის ეფექტურ გამოყენებას უწყობს ხელს.

პროგრამატიკული რეკლამა გთავაზობთ ავტომატიზაციის შესაძლებლობებს, რაც ამარტივებს რეკლამის ყიდვის პროცესს და აუმჯობესებს კამპანიის საქმიანობის ხარისხს. იგი უზრუნველყოფს ინვენტარიზაციის ვარიანტების ფართო არჩევანის გამოყენების შესაძლებლობას გსხვადასხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. თუმცა, არსებობს გამოწვევები, როგორიცაა მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია და მესამე მხარის ქუქი- ფაილების მიმართ დამოკიდებულების დაძლევა. IAB Europe-ის ანგარიშის თანახმად, display რეკლამის 58% ახლა პროგრამატიკული მეთოდებით არის შეძენილი.

პროგრამატიკული რეკლამირების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ავტომატიზაციის შესაძლებლობაა, რომელიც არა მხოლოდ ამარტივებს რეკლამის ყიდვის პროცესს, არამედ ხელს უწყობს სამუშაოების ოპტიმიზაცაის და აუმჯობესებს სარეკლამო კამპანიის პერფორმანსს. გარდა ამისა, პროგრამატიკული რეკლამირება ფართო სარეკლამო ინვენტარზე წვდომას იძლევა, რაც ედვერთაიზერების მრავალ მოთხოვნას აკმაყოფილებს.

მიუხედავად დადებითი მახასიათებლებისა, Supply Path Optimization, ან სარეკლამო ინვენტარის მიწოდების ჯაჭვის შემცირება, შუამავლების გამორიცხვა, რომელთაც ღირებულების მოტანა არ შეუძლიათ, ასევე მესამე მხარის Cookies – ზე გადაჭარბებული დამოკიდებულება, თარგეტირებისა და სიხშირის შეზღუდვა წინაღობებს მიეკუთვნება, რომლებიც ფრთხილ ნავიგაციას მოითხოვს.

ციფრული მარკეტინგის რა მთავარი ტენდენციებია მოსალოდნელი 2023 წლისთვის და რითი იქნება განსხვავებული 2024 წელი?

ეჭვგარეშეა, რომ ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგია იქნება მთავარი ტენდენცია ციფრული მარკეტინგის პლატფორმების მუდმივად განვითარებად გარემოში, ვინაიდან ეს პლატფორმები ძლიერ კონკურენციას უწევენ ედვერთაიზერების ბიუჯეტს გლობალური ეკონომიკური ვარდნის ფონზე. ისინი ცდილობენ უზრუნველყონ უფრო ეფექტური ინსტრუმენტები, რომლებიც უკეთეს შედეგებს მოიტანს. აღსანიშნავია, რომ ეს ტენდენცია ძალზე მომგებიანია რეკლამის განმთავსებლებისთვის, რადგან იგი მათ საშუალებას აძლევს მაქსიმალურად გაზარდონ თავიანთი სარეკლამო საქმიანობა.

ციფრული მარკეტინგის გარემოში მიმდინარე ტრენდებს შორის, გვხვდება ასევე ფორმატებთან დაკავშირებული ახალი მედიის შესაძლებლობების დივერსიფიკაციის ტრენდები, როგორებიცაა:

– Digital Out of Home (DOOH), რომელიც შეადგენს მთლიანი Digital Out of Home (OOH)

დანახარჯების 25%-ს და ახლა მისი შეძენა პროგრამატკულად არის შესაძლებელი.

– Connected TV-ის (CTV) განვითარება, სადაც რეგულარულ სატელევიზიო შოუებს ციფრული არხების დახმარებით უყურებთ. მონეტიზაცია შესაძლებელია სპეციალური ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა SSAI/DAI. გარდა ამისა, იზრდება FAST სატელევიზიო არხები, რომლებიც შემუშავებული და მონეტიზებულია OTT-პლატფორმების მიერ, რაც კონტენტის მოხმარების ალტერნატიულ ვარიანტებს წარმოადგენს.

– Retail Media კონცეფცია, რომელიც ელექტრონული კომერციის აქტორებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ მონეტიზაციის დამატებითი შესაძლებლობები, მაშინ როდესაც ბრენდებს შეუძლიათ იმ აუდიტორიის მიღწევა, რომელთაც შესყიდვის განხორციელების განზრახვა გააჩნიათ.

იმის გამო, რომ ციფრული მედია ჩვენს დროში დომინირებას აგრძელებს, მომავალში ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ შემდგომი ახალი შესაძლებლობების გაჩენას.

მიუხედავად იმისა, რომ ციფრული არხების წარმატების საზომი შეიძლება განსხვავდებოდეს, თქვენი გამოცდილებისა და კლიენტის საჭიროებიდან გამომდინარე, რომელია ბიზნესისთვის ყველაზე მოთხოვნადი ძირითადი KPI პარამეტრები?

როგორც უკვე აღვნიშნეთ ციფრული არხების ძირითადი ინდიკატორების (KPI) გამოყენებისას, აუცილებელია მათი კონკრეტულ ბიზნეს მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანა. სხვადასხვა ბრენდს განსხვავებული პრიორიტეტები აქვს. ზოგიერთი ფოკუსირებულია წვდომის გაფართოებაზე და ცნობადობის შექმნაზე, რაც იწვევს ისეთი KPI- ების გამოყენებას, როგორიცაა აუდიტორიის დაფარვისა და ბრენდის პოპულარობის მაჩვენებლის გაზომვის გამოყენება. სხვები ლიდების გენერირებასა და კონვერსიების გააქტიურებას ანიჭებენ უპირატესობას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ KPI-ების საჭიროებაზე არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ამის ნაცვლად, ყურადღება უნდა გამახვილდეს მათ ზუსტ გამოყენებასა და გაზომვაზე. ჩემს პროფესიულ გამოცდილებაში შევხვედრივარ შემთხვევებს, როდესაც ბიზნეს მიზნები არ იყო ეფექტურად გადატანილი ციფრული მარკეტინგის KPI-ებში ცალკეული პლატფორმებისთვის, რამაც არათანმიმდევრული გაზომვა გამოიწვია.

მიზნების დასახვის უაღრესად ეფექტური ჩარჩო არის Meta – ს მიერ დაფუძნებული SMART მიდგომა, რომელიც ნიშნავს სპეციფიკურს, გაზომვადს, მიღწევადს, შესაბამისს და დროსთან დაკავშირებულს. ეს ჩარჩო იმის უზრუნველყოფაში გვეხმარება, რომ KPI-ები კარგად იყოს განსაზღვრული და შეესაბამებოდეს ბიზნესის მიზნებს.

– სპეციფიკური: KPI-ებს უნდა ჰქონდეს მკაფიო და კონკრეტული განმარტებები.

– გაზომვადი: მნიშვნელოვანია აირჩიოთ KPI-ები, რომლებიც შეიძლება ზუსტად შეფასდეს.

– მიღწევადი: გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეალისტური მიზნების დასახვას, რომლებიც მოცემული რესურსების ფარგლებში მიიღწევა. არარეალურად მაღალმა მიზნებმა შეიძლება არაეფექტური შედეგები გამოიწვიოს.მაგალითად თუ თქვენ რეკლამაზე მხოლოდ $1.000 დოლარის დახარჯვა გსურთ და მაღალი დაფარვის არეალს აირჩევთ, თქვენი ძალისხმევა ტყულად იქნება დაკარგული.

– შესაბამისი: არჩეული მიზნები და KPI მჭიდროდ უნდა შეესაბამებოდეს თქვენს კონკრეტულ საჭიროებებსა და ამოცანებს. მაგალითად, თუ თქვენ ბრენდის ზრდაზე ხართ ფოკუსირებული, უფრო აქტუალურია პრიორიტეტული KPI-ები, რომლებიც დაკავშირებულია სამიზნე აუდიტორიის მიღწევასთან, ვიდრე უბრალო ვიდეოს ნახვების რაოდენობასთან.

– დროსთან დაკავშირებული: განსაზღვრული KPI-ების მიღწევისთვის დროის ჩარჩოს დადგენა მნიშვნელოვანია, მაგრამ დადგენილი დრო მიზნების მიღწევისთვის გონივრული და განხორციელებადი უნდა იყოს.

რომელი ახალი საერთაშორისო პროდუქტები შემოვიდა ციფრულ ბაზარზე ახლახანს?

რაც შეეხება ახალი საერთაშორისო პროდუქტების ციფრულ ბაზარზე შემოსვლას, ბოლო დროს გლობალურ ბაზარზე მნიშვნელოვანი ახალი პროდუქტები არ გამოჩენილა. თუმცა, მოსალოდნელია Apple DSP-ის გაშვება. როგორც ამბობენ, მას შემოაქვს სარეკლამო ფორმატების უფრო ფართო სპექტრი, მათ შორის ტრადიციული in-app ფორმატები, როგორიცაა interstitials. გარდა ამისა, Netflix-მა ცოტა ხნის წინ ცვლილებები შეიტანა რეკლამის მონეტიზაციაში და წარმოადგინა ad-supported სააბონენტო მოდელი შერჩეულ ბაზარზე. ამ ნაბიჯმა კი ინტერესი და საზრუნავი გააჩინა სხვადასხვა ქვეყნების მარკეტოლოგებში გეოგრაფიული გაფართოების შესახებ.

გარდა ამისა, ილონ მასკის მიერ Twitter-ის რებრენდინგმა, როგორც “X”-მა და მისმა ამბიციამ შექმნას ჩინური WeChat-ის მსგავსი პლატფორმა, ინდუსტრიაში მღელვარება გამოიწვია. წარმატების შემთხვევაში, ამ პროექტს შეუძლია შექმნას მრავალი ახალი სარეკლამო შესაძლებლობები, თუმცა მისი წარმატება ჩემი პირადი აზრით გაურკვეველია.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ ქართულ სარეკლამო ბაზარზე, უკვე ხელმისაწვდომია ისეთი ძირითადი საერთაშორისო პროდუქტები, როგორიცაა Google Ads, Google Marketing Platform და Meta. თუმცა, YouTube-ის მონეტიზაციასთან დაკავშირებით საქართველოში შეზღუდვა არსებობს, რომელიც მხოლოდ ამ რეგიონისთვის არ არის უნიკალური. ეს საკითხი აქტიურად განიხილება Admixer Advertising-ის მიერ. TikTok, თავის მხრივ, არ ხსნის ახალ ბაზრებს რეკლამის მონეტიზაციისთვის.

Admixer Advertising ცდილობს ბაზარზე ინოვაციური პროდუქტები შემოიტანოს, განსაკუთრებით retail მედიისა და Digital Out of Home (DOOH) სფეროებში. ჩვენ ამ საწარმოებს განვიხილავთ, როგორც უფრო ფართო გლობალური ტენდენციის ნაწილს და მზად ვართ ჩვენი შეთავაზებები CTV-ში SSAI ტექნოლოგიური პარტნიორობით გავაფართოვოთ.

პოდკასტინგის გლობალური ინდუსტრია იზრდება, ხოლო ვიდეო და პირდაპირი ტრანსლაცია, ისევე როგორც influencer მარკეტინგი სულ უფრო პოპულარული ხდება. როგორ შეაფასებდით ამ სფეროებში მიმდინარე ტენდენციებს?

მიმდინარე ტენდენციების თვალსაზრისით, გლობალური პოდკასტინგის ინდუსტრია სულ უფრო და უფრო იზრდება, თუმცა, IAB ADEX-ის ანგარიშის მიხედვით, display ad

სარეკლამო ხარჯების მხოლოდ მცირე ნაწილი (3.4%) არის გამოყოფილი ციფრულ აუდიოზე და ეს განაწილება, როგორც ჩანს, მნიშვნელოვან ზრდას არ განიცდის. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს ამ ტენდენციის გრძელვადიანი მდგრადობის შესახებ სარეკლამო გარემოში. ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს ასევე, როდესაც საქმე ეხება პირდაპირ ტრანსლაციას. მე ვფიქრობ, რომ მისი პოპულარობა განსხვავდება სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით, როგორიცაა თამაშები ან კონკრეტული ახალი ამბების არხები. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ადგილი უკავია ციფრულ სფეროში, შეიძლება სწორი არ იყოს პირდაპირი სტრიმინგის ეტიკეტირება, როგორც „უზარმაზარი რამ ციფრულ სფეროში“.

მე მჯერა, რომ ჩვენს მიერ მედიის მოხმარების ჩვევა, რომელიც თავდაპირველად ტრადიციული მედიის საშუალებით ჩამოყალიბდა, ტრანსფორმაციას განიცდის ციფრულ სფეროში. ბოლო წლებში ტელევიზიის როლის გათვალისწინებით, მჯერა, რომ ამ ტიპის მედიაკონტენტი და რეკლამა კვლავ განვითარდება. ჩვენ შეიძლება ვიხილოთ ახალი ფორმატები, რადგან ჩვენ შევესწარით მოკლე ვერტიკალური ვიდეოების პოპულარობას ისეთი პლატფორმების საშუალებით, როგორიცაა TikTok, Meta და YouTube. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი FAST სატელევიზიო არხების განვითარებაში, რომლებიც OTT პლატფორმებზე მიზნობრივ აუდიტორიას ემსახურებიან. ტექნოლოგიები, როგორიცაა SSAI/DAI, ასევე შესაძლებლობას იძლევა მიზნობრივი რეკლამები სატელევიზიო მაუწყებლებში ჩასვათ და კონკრეტულ ციფრულ მაყურებელს მივაღწიოთ.

მოსალოდნელია, რომ ინფლუენსერების კონტენტი გააგრძელებს განვითარებას lo-fi (დაბალი ერთგულების) კონტენტის მიმართულებით. ამ ტრენდისთვის დამახასიათებელი არის ახალი თაობის, მილენიანებისა და ე.წ Z- თაობის პოზიტიური დამოკიდებულება აუთენტური, ბუნებრივი შინაარსის კონტენტის მიმართ, რომელიც რეალურ აგმოცდილებას ეყრდნობა. კვლევებმა აჩვენა, რომ მობილური ტელეფონებით გადმოცემული დაბალი ხარისხის კონტენტი, რომელშიც რეალური ადამიანები იღებენ მონაწიელობას, ხშირად უფრო ეფექტურად წარმოაჩენს ბრენდებს, ვიდრე პროფესიონალურ მსახიობებთან სტუდიებში გადაღებული სარეკლამო რგოლები. Meta ასევე აღიარებს ინფლუენსერების ჩართულობის მნიშვნელობას სარეკლამო კამპანიებში.

Admixer Advertising-ის გუნდი დგას ციფრული მარკეტინგის ინოვაციებისა და გამოცდილების სათავეში. ჩვენ მზად ვართ მოგაწოდოთ ინფორმაცია უახლესი საკვანძო მოვლენების, ტრენდებისა და სტრატეგიების შესახებ. ჩვენ ხაზს ვუსვამთ პროგრამატიკული რეკლამისა და ხელოვნური ინტელექტის გადამწყვეტ როლს კამპანიის ეფექტურობისა და აუდიტორიის მიზნობრივი თარგეტირების ფარგლებში.

დარჩით ჩვენთან! თვალი ადევნეთ ბიზნეს პარტნიორის პროგრამას და გაეცანით ციფრულ მარკეტინგულ სამყაროში მიმდინარე ცვლილებებს.

Scroll To Top