დიჯითალ სიახლეები: ინსაითები, პროდუქტის განახლებები და სიახლეები
მიიღეთ უახლესი ინფორმაცია ინტერნეტ რეკლამის სამყაროს შესახებ
გაფილტვრა:
პროდუქტები: ქვეყნები: რეკლამის ტიპები: ყველაფრის წაშლა
გაფილტვრა
Home / GMP / CEE GMP სამიტი 2023: შეხედულებები მარკეტინგის მომავლის შესახებ

CEE GMP სამიტი 2023: შეხედულებები მარკეტინგის მომავლის შესახებ

Google Marketing Platform

ყოველწლიური Google Marketing Platform (GMP) სამიტი ვარშავაში 2023 წლის 12 სექტემბერს გაიმართა. სამიტს ესწრებოდნენ Google-ის სერტიფიცირებული სააგენტოები და პარტნიორები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან. ეს ღონისძიება ერთგვარი პლატფორმაა წამყვანი მარკეტოლოგებისთვის, რათა ერთმანეთს გაუზიარონ სიახლეები და გაცვალონ შეხედულებები ორი მნიშვნელოვანი GMP ხელსაწყოს – Display & Video 360 და Search Ads 360-ის შესახებ.

დამსწრეებს შორის გახლდათ Admixer Advertising-ის გუნდიც. მათი მიზანი იყო საჭირო და ღირებული ინფორმაციის მოპოვება განვითარებადი მარკეტინგული გარემოს შესახებ და მუდმივად ცვალებად სამყაროში ფუნქციონირებისთვის ეფექტური სტრატეგიებით აღჭურვა.

Admixer Advertising-ის გუნდი სიამოვნებით გაგიზიარებთ მნიშვნელოვან ცნობებს სამიტიდან, მოგითხრობთ იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც, ინდუსტრიის ექსპერტების აზრით, მარკეტინგის მომავალს განსაზღვრავს.

Display & Video 360 კამპანიები

სამიტის პირველი სესია ფოკუსირებული იყო Display & Video 360-ზე – ინსტრუმენტზე, რომელიც სარეკლამო კამპანიების კონფიგურაციისთვის გამოიყენება. ექსპერტებმა ინფორმაცია მოგვაწოდეს კამპანიის დაგეგმვის, რეკლამის სიხშირის ოპტიმიზაციის, შედეგების გაზომვისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) მნიშვნელოვანი გავლენის შესახებ.

მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს კამპანიის ეფექტიანობის გაზრდის გადამწყვეტ მეთოდს, ასევე რეკლამის სიხშირის კორექტირების საჭიროებას – როგორც ბრენდის უსაფრთხოების განუყოფელ ასპექტს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შესაძლოა ბრენდის გადაჭარბებულმა რეკლამირებამ მომხმარებლებში უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია რეკლამის სიხშირის კონტროლი სარეკლამო კამპანიების სხვადასხვა დონეზე, ისეთებზე, როგორებიცაა: Line Item, Insertion Order და Campaign.

თუ კამპანიის ფარგლებში რეკლამის სიხშირის დაზუსტების საჭიროება არსებობს, Optimization view გთავაზობთ Added Reach ვიჯეტს. ეს ვიჯეტი გიჩვენებთ, რამდენმა უნიკალურმა მომხმარებელმა ნახა თქვენი რეკლამა და ასევე ადგენს, რამდენჯერ შეგიძლიათ გაზარდოთ მომხმარებელთა რაოდენობა რეკლამის ჩვენების სიხშირის კორექტირების დახმარებით. ეს არის მარტივად გამოსაყენებელი ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ეფექტურად წარმართავთ სარეკლამო კამპანიას.

გარდა ამისა, სიხშირის მენეჯმენტში ასევე მნიშვნელოვანია მოქნილობის შენარჩუნება, განსაკუთრებით ხელშეკრულებების გაფორმებისას. ეს შეთანხმებები ეხება ინვენტარის განაწილებას მყიდველსა (როგორც წესი, რეკლამის განმთავსებელს ან სარეკლამო სააგენტოს) და გამყიდველს (ჩვეულებრივ, გამომცემელს ან აუქციონის პლატფორმას) შორის.

ხელშეკრულებების დადებისას დროის დაზოგვის მიზნით უმჯობესია, რომ ეს ჯერ თქვენს მთავარ პარტნიორთან გამოიყენოთ და შემდეგ სცადოთ იგივე სხვა პარტნიორებთან.

DV360-ით წარმატების მისაღწევად კიდევ ერთი მთავარი ფაქტორია ვიზუალურად მიმზიდველი კონტენტის შექმნა. ეს ინსტრუმენტი გთავაზობთ შესაძლებლობას, შექმნათ პერსონალიზებული კრეატიული კონტენტი, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ სამიზნე აუდიტორიის მოხიბვლას და მათ ჩართულობასაც ეფექტურად გაზრდით.

სამიტის დროს დისკუსია შეეხო აუდიტორიამდე მიღწევის გამოწვევას post-cookie- ის გარემოში. Google-ის გუნდი პროაქტიურად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა აუდიტორიამდე მიღწევების გამოსათვლელად საჭირო ალგორითმები შექმნას. ეს ალგორითმები მიიღებს ინფორმაციას Google-ის იმ მომხმარებლების მონაცემებიდან, რომლებიც ურთიერთობენ მათ სერვისებთან. ეს მიდგომა დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ როგორ იქცევიან ადამიანები და რამდენად სავარაუდოა, რომ მათ გააკეთონ ის, რაც თქვენ გსურთ. ეს პროცესი თქვენს სარეკლამო კამპანიებს უფრო შედეგიანს გახდის.

მომხსენებლებმა ასევე ხაზი გაუსვეს მიმდინარე გადასვლას განახლებულ Ads Creative Studio-ზე. არსებული ფუნქციები, როგორებიცაა არხები და სხვა აუცილებელი ხელსაწყოები, შეუფერხებლად ინტეგრირდება Ads Creative Studio-ში. ამჟამად Ads Creative Studio-ს მთავარი სიძლიერე GMP პროდუქტებთან შეუფერხებელ ინტეგრაციასა და გუნდური თანამშრომლობის გაძლიერებაშია, რაც პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის გაზრდას განაპირობებს.

DV360 ფუნქციონალებთან მუშაობის უფრო ფართო კონტექსტში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისეთი ელემენტების პრიორიტეტიზაციას, როგორებიცაა სიხშირის პარამეტრები, მოქნილობა გარიგების სტრუქტურებში და ოპტიმიზაცია, რათა ეს ასპექტები წარმატებული მედიასტრატეგიების ძირითად კომპონენტებად იქცეს.

Targeting Expansion-იდან Optimized Targeting-ზე გადასვლა: როგორ მოქმედებს ეს სარეკლამო კამპანიებზე

სამიტზე ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ აუდიტორიის დაგეგმვა და კონფიგურაცია ციფრული სარეკლამო კამპანიების ფარგლებში წარმატების ცენტრალურ ასპექტად გამოიკვეთა. DV360 კამპანიის მართვის სისტემაში ორი ძირითადი მიზნობრივი მიდგომაა ყურადღების ცენტრში: Targeting Expansion და Optimized Targeting. ამ მიდგომებს შორის არჩევანის გაკეთებამ შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს სარეკლამო კამპანიის შედეგებზე.

Targeting Expansion, ფუნქცია DV360-ში, საშუალებას გაძლევთ, ავტომატურად გააფართოოთ თქვენი სამიზნე აუდიტორია იმ სეგმენტების ჩათვლით, რომლებიც თავდაპირველად არ იყო შერჩეული. თუმცა აუცილებელია, გაითვალისწინოთ, რომ აუდიტორიის გაფართოებამ შეიძლება რეკლამის ხარჯების გაზრდა და მიზნობრივი სიზუსტის პოტენციური შემცირება გამოიწვიოს.

Optimized Targeting იყენებს მანქანური სწავლების ალგორითმებისა და მონაცემთა ანალიზის მეთოდს კონკრეტული სამიზნე აუდიტორიის სეგმენტების იდენტიფიცირებისთვის. როდესაც DV360-ში Optimized Targeting-ს იყენებთ, ის გეხმარებათ თქვენს რეკლამაზე იმ ადამიანების ფოკუსირებაში, რომლებიც, დიდი ალბათობით, დადებითად უპასუხებენ თქვენს შეტყობინებას. ეს მიზნობრივი მიდგომა აძლიერებს თქვენი სარეკლამო კამპანიის ეფექტიანობას და ამცირებს არასასურველი აუდიტორიის მიღწევის რისკს.

ამ ორ მიდგომას შორის არჩევანის გაკეთებისას აუცილებელია, გაითვალისწინოთ თქვენი ბიზნესის მიზნები და ხელმისაწვდომი რესურსები. თითოეულ მეთოდს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და სწორ არჩევანს შეუძლია, მნიშვნელოვნად იმოქმედოს DV360-ში სარეკლამო სტრატეგიის წარმატებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენება და კამპანიების ოპტიმიზაცია უდავოდ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, მათი ეფექტიანობის შეფასება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ექსპერტები ხაზს უსვამენ ცენტრალიზებული საზომი სისტემის საჭიროებას სხვადასხვა ფორმატებსა და საკომუნიკაციო არხებში მუშაობის შესაფასებლად. ეს ანალიტიკური მიდგომა გადამწყვეტ როლს ასრულებს თქვენი კამპანიების საერთო შედეგიანობის ამაღლებაში.

SA360-ის მახასიათებლების შესწავლა

სამიტის კიდევ ერთი სეგმენტი Search Ads 360(SA360)-ს მიეძღვნა. ყურადღება გამახვილდა უახლეს განახლებებსა და საძიებო სისტემებში სარეკლამო კამპანიების მართვის პლატფორმის შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე. 2022 წელს Google-მა განაცხადი გააკეთა ინსტრუმენტის ახალ ვერსიაზე გადასვლის შესახებ, ხოლო წელს მან გადასვლის აუცილებლობაზე დაიწყო მომხმარებლების ინფორმირება.

ახალი SA360-ის უპირატესობები:

SA360-ის ახალი ინტერფეისი ახლა ძალიან ჰგავს Google Ads-ის ინტერფეისს, რაც ამარტივებს სამუშაო პროცესს იმ მარკეტერებისთვის, რომლებიც ორივე პროდუქტთან ერთდროულად მუშაობენ.

ახალი SA360-ის მნიშვნელოვანი მაჩვენებლები მოიცავს:

  • კამპანიის ავტომატური მენეჯმენტი: SA360 ახლა გთავაზობთ ავტომატიზაციას საძიებო კამპანიებში – Google Ads-ში, Bing-სა და Yahoo-ში, რაც თქვენს დროს პოტენციურად 70%-ამდე დაზოგავს
  • კამპანიის ოპტიმიზაცია: ინტელექტუალური აუქციონის, cross-channel მონაცემთა ბაზაზე დაფუძნებული ატრიბუციისა და Performax Max კამპანიების მხარდაჭერით შეგიძლიათ, კამპანიის ეფექტიანობა 30%-ით გააუმჯობესოთ
  • გაუმჯობესებული რეპორტინგი და დაგეგმვა: Performance Center ბიუჯეტის პროგნოზირებისა და ეფექტური მართვის საშუალებას იძლევა, რასაც ის Google Ads-ის performance planner-ის შესაძლებლობებითა და SA360-ის ბიუჯეტის მენეჯმენტთან კომბინაციით აღწევს

ახალ SA360 ინტერფეისზე გადასვლის გასამარტივებლად Google-მა მოამზადა

„Inboarding Checklist“ „Experience Hub“-ის ჩანართში. ექსპერტები ამ ცვლილებებზე ადაპტირებას 2023 წლის ბოლოსთვის გვირჩევენ, რადგან 2024 წლის თებერვლიდან ყველა მომხმარებელი გამოიყენებს ექსკლუზიურად ახალ ინტერფეისს, ძველზე დაბრუნების შესაძლებლობის გარეშე.

ხელოვნური ინტელექტი: პანაცეა თუ?

ხელოვნური ინტელექტი (AI) აგრძელებს ღრმა ზეგავლენას მარკეტინგზე, რაც მისი შესაძლებლობების გაგებას დღეს კიდევ უფრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს ხდის, ვიდრე ოდესმე. ამ მნიშვნელობას ხაზს უსვამს ექსპერტების მიერ გაზიარებული სტატისტიკა. საკონსულტაციო ფირმა McKinsey-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბიზნესოპერაციებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას აქვს პოტენციალი – საგრძნობლად გაზარდოს მოგება 70%-ამდე და ამავდროულად, შეამციროს ხარჯები 28%-ით.

ეს სტატისტიკა პირდაპირ გავლენას ახდენს მარკეტერებზე, რომლებიც AI-ს მედიაბაზარზე ტრანსფორმაციის კატალიზატორად მიიჩნევენ. ამჟამად მედიაინვესტიციების წლიური ზრდის მაჩვენებელმა მნიშვნელოვანი კლება განიცადა და საერთაშორისო მასშტაბით 7,9%-იდან 3,3%-ამდე შემცირდა. ამავდროულად სააგენტოს ბრუნვა შესამჩნევად, 30%-ით, გაიზარდა.

არსებული უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით, ბიზნესი აქტიურად ეძებს ახალ მიდგომებს და ეფექტურ გადაწყვეტილებებს. ამ კონტექსტში ხელოვნური ინტელექტი გვევლინება, როგორც პოტენციური მხსნელი. ხელოვნური ინტელექტი დაგეხმარებათ რეკლამის შედეგების გაუმჯობესებაში სწორი სამიზნე აუდიტორიის შერჩევით, აუდიტორიის გაგებითა და მათზე მორგებული სარეკლამო შეთავაზებებით. ეს მხოლოდ საწყისი ნაბიჯია მედიაბიზნესის ევოლუციის ახალი ეტაპისკენ მიმავალ გზაზე.

ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება. ეს კი მარკეტოლოგებს უბიძგებს, მუდმივად იყვნენ სიახლეების საქმის კურსში და მოერგონ უახლეს ტენდენციებს, რათა უზრუნველყონ თავიანთი სარეკლამო კამპანიების წარმატება. Admixer Advertising-ის ექსპერტები ყოველთვის ინფორმირებულნი არიან უახლესი ამბებისა და ტენდენციების შესახებ და დაგეხმარებიან თქვენი მიზნების მიღწევაში ყველაზე აქტუალური და ეფექტიანი მეთოდების გამოყენებით.

თუ გსურთ, მეტი შეიტყოთ Display & Video 360-ის, Search Ads 360-ისა და Google Marketing Platform-ის სხვა პროდუქტების შესახებ, ნუ მოგერიდებათ, დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებსაიტზე და ჩვენი სპეციალისტები დაგიკავშირდებიან.

Scroll To Top